kids.ge logo

ბებოს გადამრჩენელი

ფავორიტებში დამატება

ბე−ბო ხში−რად მი−კე−რავს
ფერად-ფერად კა−ბებს,
მაგ−რამ რა ქნას, უ−ჩე−მოდ
ნემს−ში ძაფს ვერ ა−გებს.

“- შენ ხომ ხე−დავ კარგადო”,
წამ−ში მას−თან მიხ−მობს,
რა−მით უნ−და ვუშ−ვე−ლო
უკ−ვე გუ−ლი მიგრძ−ნობს.

დამ−ნა−შა−ვე არ ა−რის
ბე−ბოს ო−რი თვა−ლი,
ნემ−სე−ბი−ა პა−ტა−რა,
გა−მიწ−ვა−ლა ქა−ლი.

ბო−ლოს გზაც გა−მოვ−ნა−ხე,
რაც ამ საქ−მეს შვე−ლის,
და−ე−თანხ−მა ბე−ბი−კოც,
მო−მი−წე−რა ხე−ლი.

ბე−ბო ჩემთ−ვის და−ა−ცხობს
ნამ−ცხვრებ−სა და კექ−სებს,
მე კი გა−მო−ვუ−გო−ნებ
უ−ზარ−მა−ზარ ნემ−სებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერცხლების საუბარი- ნეტავ ჩვენს სამშობლოში დარია თუ ავდარი? - ბუდეს ხომ არ მოშლიდა წვიმა, თოვლი ან ქარი? - არა, დარდი არ გვ...მშრომელი ფუტკარიიცინიან, თამაშობენ მინდვრად ციცქნა მწერები, ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს, მოიფრინა ველები. ეძახიან მეგობრები...სამშობლოს მოგზაურიბაბუ ხშირად მიყვება რაც თავს გადახდენია, მითხრა “- ჩვენი ქვეყანა მართლაც მშვენიერია”. “...მერე რა თუ ცივანაზი, თეთრი ფანტელი ცეკვა-ცეკვით ცვივა, მერე რა, თუ სუსხია! მერე რა, თუ ცივა! ხელის გულზე მადნება ფიფქი ე...აბეზარი მამალიხეზე რომ შემომჯდარა ჩემი ბებოს მამალი თავს იწონებს ქათმების უთვალავი ამალით. მაგრამ თურმე ნუ იტყვით ყველა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026