kids.ge logo

ნია და სერიალი

ფავორიტებში დამატება

ყუ−რა−დღე−ბას ი−თხოვს ნი−ა,
ად−გი−ლი ვერ უპოვნი−ა,
არც დე−დი−კოს, არც ბე−ბი−ას
მისთ−ვის ა−რა−ვის სცალია.

აზუზუნდა ჩვე−ნი ნი−ა -
ა−ბა, ეს ვის გა−უ−გი−ა?
ყვე−ლა−ფერ−ში დამ−ნა−შა−ვე
ო−ხე−რი სერიალია.

ბებო ეკ−რანს მი−ჯაჭ−ვი−ა,
სა−დი−ლიც კი დავიწყნი−ა,
ა−კი გე−თა−მა−შე−ბი−ო?
ა−სე−თი რა დამართნი−ა?

”ეს ბავშ−ვი რამ გა−და−რი−ა?
ოჰ, რა მო−უს−ვე−ნა−რი−ა!
შვი−ლო, ეკ−რანს ჩა−მო−შორ−დი,” -
ხმა−მაღ−ლა წყრე−ბა ბე−ბი−ა.

ახლა კი გაბ−რაზ−და ნი−ა -
ეს მართ−ლაც ვის გა−უ−გი−ა?
თვა−ლებ−ზე ხე−ლებს ი−ფა−რებს:
”ა−ბა, ვნა−ხოთ, თუ კარგია,

ვერაფერსაც ვე−ღარ ხე−დავთ
ვერც დე−და და ვერც ბე−ბი−ა,
ამ სე−რი−ა−ლის ყუ−რე−ბას
მე მი−ყუ−როთ, არ სჯო−ბი−ა?”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეგობრობათურმე ერთი ჩიტუნია ფრთამალი და ფრთახატულა ხის ტოტებში მიმალულა, გასუსულა, განაბულა. სუნთქვაშეკრული ცახცახ...მარიკელას ეძინება„დედიკონა, ზღაპრის დროა, ნახე, როგორ მეძინება!“ პაწაწინა მარიკელას ეშმაკურად ეცინება. „...გაზაფხულიაბა, დელია, დელია ცხოვრება მშვენიერია. პატარა გოგო-ბიჭები მიდიან, მიიმღერიან: მზეს დავასწარით ადგომა, მერ...გაბუტულან ტოროლებიგაბუტულან ტოროლები, აბრაზებენ ოლოლები, კვერს უკრავენ გუგულები, კისკისებენ ბულბულები, მხრებს იჩეჩენ კაჭკაჭ...სპლიყვი„რაღა გითხრა, არც კი ვიცი, კეთილი ხარ, მაგრამ ბრიყვი!“ – დედა სპილოს საყვედურებს თავდახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026