kids.ge logo

ფისუნია კატა!

ფავორიტებში დამატება

ფი−სუ−ნი−ა კა−ტა,
მე შენს პორტ−რეტს ვხა−ტავ;
გ−თხოვ, ნუ იცვ−ლი პო−ზას,
აზ−რებს ნუ მიფანტავ.

თვალები და პი−რი,
ცხვი−რი და ყუ−რე−ბი;
ეს თა−თე−ბი... ფი−სო,
სა−ით იყუ−რე−ბი?

ვიშ! რა ლა−მა−ზი ხარ!
ა−ი, შე−ნი სა−ხე;
რა საყ−ვარ−ლად ზი−ხარ,
მო−დი, ერ−თი ნახე!

მინდა, გნა−ხოს ყვე−ლამ,
და−ვუ−ძა−ხებ ბაშ−ვებს.
მი−გი−ხა−ტავ მაგ კუდს,
მე−რე მაგ ულვაშებს.

ჩავალაგებ წიგ−ნებს,
ო−თახს ცო−ცხით დავგ−ვი:
თო−რემ, ბე−ბომ მი−თხრა, -
გაჩნ−დე−ბა−ო თაგვი.

რომ არ გა−ვაბ−რა−ზოთ,
ჩვე−ნი ბე−ბო ი−ზო,
სი−სუფ−თა−ვე გვმარ−თებს,
ხომ გა−იგე, ფი−სო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფოსტალიონი კუკუ გაზეთებს დაატარებს, ფოსტალიონია. ტყეში ფოსტალიონობა განა იოლია. კუ მუშაობს პატიოსნად, მაგრამ არის ნელი...თანამედროვე კომბლე და მგელი- გეხვეწები მგელო, ნუ შემიჭამ ამ ცხვარს; და თუ გინდა, გაჭმევ, შოკოლადის ნამცხვარს. გაუგონა მგელმა, არ შეჭ...ბებოს გავახარებ!მე ჩემ საყვარელ ბებიკოს, ოთახს დავუგვი ცოცხითა. ვიცი რომ გაეხარდება, გულში ჩამიკრავს კოცნითა, ,,ბებია შემ...ნუ მაშინებ ამუნია!ნუ მაშინებ ამუნია, კარზე ნუ მიკაკუნებ; თორემ, ნახავ, რასაც გიზამ, ფეხებს დაგიბაკუნებ!...ბებოსთან სოფლადვაშა! ახალი წელია და დღეს დილიდან თოვს, ბებო მიმჯდარა ბუხართან, ჩემთვის თბილ წინდებს ქსოვს. რექსს უხარია ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026