kids.ge logo

ანბანთქება

ქართული ასოების სახელები

ფავორიტებში დამატება

ნა−ნა, გი−ო, და−თო, ა−ნი...
ა - ა−სო−სა ჰქვი−ა ან-ი.
ბ - ა−სო−სა ჰქვი−ა ბან-ი.
ხე−ლე−ბი გვაქვს დასაბა−ნი.
გ - ა−სო−სა ჰქვი−ა გან-ი.
წრე, წრე შევკ−რათ, გა−ნი-გა−ნი...
დ - ა−სო−სა ჰქვი−ა დონ-ი.
რო−გორც ამ ჩიტს იადო−ნი.
ე - ა−სო−სა ჰქვი−ა ენ-ი.
გა−ა−ჭე−ნა გი−გიმ ცხე−ნი.
ვ - ა−სო−სა ჰქვი−ა ვინ-ი.
მა−მამ დად−გა თი−ვის ზვი−ნი.
ზ - ა−სო−სა ჰქვი−ა ზენ-ი.
ვნა−ხეთ ჯვა−რი, ზედაზე−ნი.
თ - ა−სო−სა ჰქვი−ა თან-ი.
მინ−და გავხ−დე მე ექთა−ნი.
ი - ა−სო−სა ჰქვი−ა ინ-ი.
მუ−დამ ჰქონ−დეს ჩვენ ხალხს ლხი−ნი.
კ - ა−სო−სა ჰქვი−ა კან-ი.
გა−და−კე−ტე ჯერ ონკა−ნი...
ლ - ა−სო−სა ჰქვი−ა ლას-ი.
ყვე−ლას სჯობ−ნის ჩვე−ნი კლა−სი.
მ - ა−სო−სა ჰქვი−ა მან-ი.
გვიყ−ვარს ნი−კო ფიროსმა−ნი.
ნ - ა−სო−სა ჰქვი−ა ნარ-ი.
გა−ვა−შე−ნეთ ყვავილნა−რი.
ო - ა−სო−სა ჰქვი−ა ონ-ი.
გვყავს სირ−ბილ−ში ჩემპიო−ნი.
პ - ა−სო−სა ჰქვი−ა პარ-ი.
ბრ−წყი−ნავს სი−კე−თის ლამპა−რი.
ჟ - ა−სო−სა ჰქვი−ა ჟან-ი.
მიყ−ვარს რძე და არაჟა−ნი.
რ - ა−სო−სა ჰქვი−ა - რა−ე
მზის სა−ხე−ლიც ა−რის რა−ე
ს - ა−სო−სა ჰქვი−ა სან-ი.
გვიყ−ვარს „ვეფხისტყაოსა−ნი"
ტ - ა−სო−სა ჰქვი−ა ტან-ი.
უ−ლაპ−ლა−პებს სე−ლაპს ტა−ნი..
უ - ა−სო−სა ჰქვი−ა უნ-ი.
ბა−ნანს არ−ჩევს მაიმუ−ნი.
ფ - ა−სო−სა ჰქვი−ა ფარ-ი.
ვიშ! უხ−დე−ბა ლომს ფაფა−რი.
ქ - ა−სო−სა ჰქვი−ა ქან-ი.
ზღვა−ში ცუ−რავს იალქა−ნი.
ღ - ა−სო−სა ჰქვი−ა ღან-ი.
მომ−წონს ჯე−ჯი−ლის ღაღა−ნი.
ყ - ა−სო−სა ჰქვი−ა ყარ-ი.
მე−გობ−რო−ბა გვქონ−დეს მყა−რი.
შ - ა−სო−სა ჰქვი−ა შინ-ი.
კარს სჭირ−დე−ბა სალაში−ნი.
ჩ - ა−სო−სა ჰქვი−ა ჩინ-ი.
ცოდ−ნა ა−რის თვა−ლის ჩი−ნი.
ც - ა−სო−სა ჰქვი−ა ცან-ი.
მე აქ ბევ−რი გავიცა−ნი.
ძ - ა−სო−სა ჰქვი−ა ძილ-ი.
დათუ−ნია, გე−ყო ძი−ლი!
წ - ა−სო−სა ჰქვი−ა წილ-ი
ქორწი−ლია, დღეს, ქორწი−ლი!
ჭ - ა−სო−სა ჰქვი−ა ჭარ-ი.
საწ−ნა−ხელ−ში დუღს მაჭა−რი.
ხ - ა−სო−სა ჰქვი−ა ხან-ი.
შე−ვის−ვე−ნოთ ცო−ტა ხა−ნი.
ჯ - ა−სო−სა ჰქვი−ა ჯან-ი
ღმერთ−მა ყვე−ლას მოგ−ცეთ ჯა−ნი.
ჰ - ა−სო−სა ჰქვი−ა ჰა−ე.
ჩვენ გავფ−რინ−დით უკ−ვე, ჰა−ე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისო მიწევს ფეხებთან- თამუნია, რა მოხდა? ასე რად გეცინება? - გეტყვი, გეტყვი, დედიკო, ვიცი, არ გეწყინება. ფისო მიწევს ფეხებთან...ბომბორაწუხელ ჩვენს ბაღში ვიღაცას, ბალი სულ დაუკრეფია. ამ ჩვენს ბომბორა ძაღლსა კი, ერთიც არ დაუყეფია. რა მოგივიდა...ბებოსთან სოფლადვაშა! ახალი წელია და დღეს დილიდან თოვს, ბებო მიმჯდარა ბუხართან, ჩემთვის თბილ წინდებს ქსოვს. რექსს უხარია ...ცელქი თამუნასუფრაზე წებო დამესხა, ნეტავი ბებოს რა ვუთხრა? სასწრაფოდ, უნდა მაგიდას გადავაფარო სხვა სუფრა. თორემ თუ ნახ...მართაპიანინოს ძლივს წვდება, ჩვენი ცელქი მართა. წამოსკუპდა სკამზე, წელში გაიმართა. ყველას გამოგვიცხადა: - რა და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026