kids.ge logo

როგორ გაჩნდა შავი არაგვი?

ფავორიტებში დამატება

- ერ−ბო? - ა−სი−ოდ ქი−ლა.
- კვერ−ცხი? - ა−თა−სი ცა−ლი.
-ცე−ცხლი? - ტკა−ცა−ნით დაფრ−თხა
ტყე−ში ჭინ−კა და ა−ლი.
ერ−ბოკვერცხს უწ−ვავს შვი−ლებს
მე−ლა−ნო - დე−ვის ქა−ლი.
სურ−ნე−ლი გასც−და სა−მანს,
ცე−ცხლზე ლაპ−ლა−პებს რვა−ლი,
შეწ−ვას ვინ აც−ლის ან კი?!
ჟრი−ა−მუ−ლი აქვთ დე−ვებს,
-,,ლუკ−მას ნუ ე−ლის ჩემ−გან,
ვინც არ და−ი−ბანს ხელებს!“-
თქვა მე−ლა−ნომ და მშვი−დად
პუ−რიც ჩა−აკ−რა თო−ნეს,
ძმებ−მა და−ხე−დეს ზან−ტად
თა−ვის ჭუ−ჭყი−ან ტო−რებს.
დე−ვე−ბი ჰქვი−ათ, მაგ−რამ
ურ−ჩო−ბას ვერ−ვინ ბე−დავს,
ვინ შე−უბ−რუ−ნებს სი−ტყვას
ცხრა შვი−ლის გამზრ−დელ დე−დას?!
ცხრა−ვე მი−ასკ−და ა−რაგვს,
რას ე−ყო−ფო−დათ ფშა−ნი?
ქვით უ−ხე−ხი−ათ დიდ−ხანს
დე−ვებს ტო−რე−ბი შა−ვი.
ჰო−და, გა−მუქ−და თურ−მე
ჭუ−ჭყით ან−კა−რა წყა−ლი,
მას მე−რე მო−დის ა−სე
ამღვ−რე−უ−ლი და შა−ვი.
- ის ერ−ბოკვერ−ცხი ჭა−მეს?
- გა−მო−უყ−ვა−ნეს წირ−ვა.
- ეგ რო−დის მოხ−და?
- რო−დის?
ალ−ბათ დი−დი ხნის წი−ნათ...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძილისპირულიროცა გინდა, დაიძინო, თუ კი კარი გადარაზე, სანამ თვალებს დახუჭავდე, არ შესკუპდე ქანდარაზე! არც თავლაში შეხ...ნეტავ მართალი თუა?მელანოს დევუკელები უკვე სკოლაში შესულან! გუშინ რომ ფაფას ლოკავდა, ის დევიც შვიდის შესრულდა. - სკოლაში რას...ექიმიკორდზე დახტის ბაჭია, სულ თეთრები აცვია, ექიმია, იცით ალბათ, აქვს ნემსები, ბინტი, ბამბა, იოდი და წამლის აბ...ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026