kids.ge logo

კიდევაც ვნახავ გაზაფხულს

ფავორიტებში დამატება
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,
ყელმოღერებულს ისა,
სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,
მის სიტურფეს ღვთიანსა,
ამწვანებულსა მთა-ბარსა,
დამწყაზრულს, ყვავილიანსა.

კიდევაც ვნახავ, ცა სჭექდეს,
თოვლის წილ წვიმა ცვიდეს,
ნოყივრებდეს მიწასა,
მდინარები ხვიდეს,
ღარვინ იტანჯებოდეს
და აღარცვისა შიდეს;
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი ჰყიდეს;
მეც მას ბანს ვეუბნებოდე,
გული აღარა მტკიდეს.

გუშინწინ ვნახე, გუშინაც,
გველი სწამლავდა ისა,
აშლიდა შხამსა და გესლსა,
ვერ კი აძლევდა ზიანსა.
დღეს ვხედავ, ია მთელია,
სუნნელოვანი, ნაზია,
ვუცქერ და ვამბობ იმასვე:
რა ტურფა, რა ლამაზია!
გველი დაღოღავს მუცლითა,
ახრჩობს ბოღმა და ბრაზია.

კიდევაც ვნახავ, უხვადა
ვარდნი, იანი ჰყვადენ,
ნაცარ-მტვრად იყვნენ ქცეულნი,
ვინაც გუშინა ზვაობდენ;
შხამის და გესლის მთესველნი
მოისპნენ, არარაობდენ,
ჩვენის სიკვდილის მსურველნი
ყორნები ვეღარ ჩხადენ!

დაჰბეროს სიცოცხლის სიომ
მომაკვდავს არემარესა,
გათასდეს სინათლე
ცაზე მზესა და მთვარესა,
უხვადა სძღვნიდენ წყალობას
ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა.
ჩვენც, მსხვერპლნი ძალმომრების,
ცრემლს აღარ ვღვრიდეთ მწარესა.
ჩიტების ტკბილი გალობა
ისმოდეს ყოველ მხარესა.

ვიხილავ სანატრელ სახეს,
რომ ამდგარიყოს მკვდრეთითა,
გვერდს ედგნენ მისნი ზვარაკნი,
გაფიცულები გვერდითა
ჭაბუკნი თავდადებულნი,
ტრფიალით მეტისმეტითა,
ტანს უმშვენებდეს წყლულები
ერთგულ მამულის შვილებსა,
ანგელოზები დაფნისას
გვირგვინს ადგამდენ გმირებსა.
1906 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

ომის წინ ჯარის სიმღერა
გული გავლესოთ გრძნობითა,
საცაა დაჰკრავს ნაღარა;...
რამ გაგაჩინა, ქალაო
რამ გაგაჩინა, ქალაო,
ლერწმად აჭრილო წელშია?...
ფშავლის სიმღერა
მკვდარი ნუვისსა გგონივართ,
გრძნობა-მიხდილი ლეშია,...
კურდღლის სიმღერა
ჩქარა ამწვანდით, ველებო,
ჩქარა ამწვანდი, ჭალაო!...
სიყვარული
შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,...
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ემილია ლომთაძე (3 წლის და 7 თვის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აზროიანი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ თანამშრომლობა

ასწავლეთ ბავშვს, როგორ უნდა ითანამშრომლოს სხვებთან პრობლემის გადაჭრაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები წესების დაცვაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები წესების დაცვაზე

დიანა ღვალაძე
ქურდბაცაცა ბაჭია

დიანა ღვალაძე

ყურებცქვიტა, ბაცაცა,
ჭკუამოკლე ბაჭიას...
ზაქარია შერაზადაშვილი
ბაყაყების კონცერტი

ზაქარია შერაზადაშვილი

ასეთია კანონი
ბაყაყების სამართლის, -...
მარიამ წიკლაური
სუფრასთან

მარიამ წიკლაური

სად გინახავთ, ციყვს და კურდღელს
ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი?...
ნანა სამხარაძე
უქნარა ანდრო

ნანა სამხარაძე

ღამით გვიან იძინებს,
არ უჯერებს დედას,...
მანანა ქურდაძე
მსუნაგი დათუნია

მანანა ქურდაძე

ამ პატარა დათუნიამ
მიიტანა თათი დრუნჩთან,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები წესების დაცვაზე

თამარ ფხაკაძე
დილა ასე დაიწყე

თამარ ფხაკაძე

მინდა მოგცე, პატარავ,
რჩევა გამოსადეგი:...
ნოდარ დუმბაძე
მანანას წერილი

ნოდარ დუმბაძე

ჩემო კარგო მედიკო,
ჩემო კარგო დაია,...
აკაკი წერეთელი
მახეში გაბმული ჩიტი

აკაკი წერეთელი

ბავშვები:
...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026