kids.ge logo

ზაფხული

ფავორიტებში დამატება

მზე-მაესტრომ, ად−რი−ან,
და−იქ−ნი−ა ჯო−ხი.
ცერ−ზე ჩა−მო−ი−ა−რა
ალ−ვამ მწვა−ნე ჩო−ხით.
ტაშს უკ−რა−ვენ ფოთ−ლე−ბი,
გა−ნა ქა−რის ბრა−ლი−ა,
ეს პე−პე−ლა - კა−ცი−ა,
ის პე−პე−ლა - ქა−ლი−ა.
ნა−ხე, რო−გორ ცეკ−ვა−ვენ
დე-ტრუას და პა-დე-დეს,
ეს მინ−დო−რი სცე−ნა−ა,
შენც ი−ცეკ−ვე, გა−ბე−დე.
ყა−ყა−ჩო და გვი−რი−ლა
აქეთ-იქით ან−თი−ა,
კა−ლი−ე−ბიც ა−ხა−ლი
პუ−ან−ტე−ბით დახ−ტი−ან.
ფუტკ−რებს - ოქ−როს ფლე−ი−ტა,
ხო−ჭოს - დი−დი ჩე−ლო,
ვი−ო−ლი−ნო - ბულ−ბუ−ლებს,
მღე−რის მწვა−ნე მდე−ლო.
სას−კი−ვა−რას ა−წივ−ლებს
კო−ღო−ე−ბის გუნ−დი,
ქალ−ბა−ტო−ნი მანჭკ−ვა−ლა
თავს ი−წო−ნებს ქუ−დით.
ბის−ზე იწ−ვევს მერ−ცხალს
მო−ჩუხ−ჩუ−ხე წყა−რო,
ზა−ფხულს პრე−მი−ე−რა აქვს,
ნუ ხმა−უ−რობ, ქა−რო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...ბასი-ბუსიჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი, ავტობუსი გრძელზე გრძელი! ყველა იმ ავტობუსს ელის, დაჰყავს მგზავრი ცოტაც, ბევრი...ორი ჩიტიოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ...იყო და არა იყო რაიყო და არა იყო რა, - ასე დაიწყო ზღაპარი, ტყუილზე ბევრად ტყუილი, მართალზე უფრო მართალი. ზღაპარი ბებოს ბები..."წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026