kids.ge logo

ყვარლის მთებს

ფავორიტებში დამატება
სამ−შობ−ლო მთე−ბო! თქვე−ნი შვი−ლი გა−ნე−ბებთ თავ−სა,
მაგ−რამ თქვენ ხსოვ−ნას ვერ მივ−ცემ მე და−ვი−წყე−ბა−სა:
თქვენ ჩემ−თან ივ−ლით გა−ნუყ−რე−ლად, ვით ჩე−მი გუ−ლი,
თქვენ−თან, ჰე, მთე−ბო, ბუ−ნე−ბი−თა შე−უღ−ლე−ბუ−ლი!
მახ−სოვს, ყმა ვი−ყავ, ძლივს მო−სუ−ლი გონს და ცნო−ბა−სა,
როს სი−დი−ა−დე თქვე−ნი მგვრი−და კან−კალს, ჟრჟო−ლა−სა...
ი−გი არ ი−ყო ში−შის ჟრჟო−ლა, ში−შის კან−კა−ლი,
ი−გი არ ი−ყო ძვრა გუ−ლისა მფრ−თხა−ლი და მხდა−ლი.
მე თრთოლ−ვით ვსჭვრეტ−დი ლაჟ−ვარდ ცა−ზედ თქვენ−სა სი−მაღ−ლეს
და შევ−ნატ−რო−დი ყმაწ−ვი−ლუ−რად თქვენს ზე−მო მხა−რეს;
სა−დაც ღრუ−ბელ−ნი ვერ ჰბე−დავდ−ნენ ში−შით სრბო−ლა−სა.
სა−დაც ის−მენ−დით ა−მა−ყა−და გრი−გალთ ქროლ−ვა−სა,
სა−დაც წე−რო−თა ქა−რა−ვა−ნი, ცას და−ღუ−პუ−ლი,
თქვენ თავ−თან ი−ყო თითქ−მის ძლივ-ძლივ გას−წო−რე−ბუ−ლი, —
იქ მე ვნატ−რობ−დი, ყმაწ−ვილ ყრმო−ბის სი−მარ−ტი−ვი−თა,
ფრე−ნას და ტან−ტალს თქვენს სა−ში−ნელ გრი−გა−ლი−ვი−თა.
ვნატ−რობ−დი ხოლ−მე, რომ ვეხ−ვი−ო სუ−ბუქ−სა ქარ−სა,
ან თა−ვი−სუ−ფალ არ−წი−ვი−სა ძლი−ერ−სა ფრთა−სა,
რომ აღ−მოვფ−რინ−დე და შე−ვე−ხო თქვენს ა−მაყ თავ−სა.
რო−ცა ჰღმუ−ოდ−ნენ ხევ−ში მძვიფრ−ნი სას−ტიკ−ნი ქარ−ნი,
ვი−თარ მრის−ხა−ნე დაჭ−რილ ლომ−თა სა−შიშ−ნი ხმა−ნი,
ვი−თა ფო−თო−ლი — ი−სე ვთრთო−დი, ვუგ−დებ−დი რა ყურს,
იმ ხმებ−ში ვგრძნობ−დი მე რა−ღა−ცას ნაც−ნობს, მშობ−ლი−ურს.
თუ მა−შინ ყრმისთ−ვის უ−ცხო ი−ყო თავ−მო−წო−ნე−ბა,
აწ მომ−წონს თა−ვი, მე−გობ−რე−ბო, რომ და−ბა−დე−ბა
თქვენს შო−რი−სა მხვდა, ბუ−ნე−ბი−სა თქვე−ნის ვარ შვი−ლი,
გრი−გალთა, მეხ−თა, ქუ−ხილთ შო−რის ქართვ−ლად გაზრ−დი−ლი.
როს ყმაწ−ვილური მწუ−ხა−რე−ბა ჩემს ყმაწ−ვილურს გულს
სჩაგ−რავ−და ხოლ−მე, თქვენ-წინ ვღვრი−დი ჩემ ცრემლთ ნა−კა−დულს,
თქვენ შეგ−ჩი−ო−დით, შეგ−ტი−რო−დით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
რო−გორ−ცა ეხ−ლა, ი−სე მა−შინ არ სცემ−დით ნუ−გეშს...
და ეს აჩრ−დილ−ნი სა−ოც−ნე−ბელთ წარ−სულ−თა წამ−თა
ჩემს სიკვ−დი−ლამ−დე მე−მარ−ხე−ბა გულ−ში−ა ღრმა−თა!..
რა−რიგ მიყ−ვარ−დით, მე−გო−ბარ−ნო ჩემ ყმაწ−ვილ ყრმო−ბის,
და აწ მა−შო−რებს თქვენ−თან ვა−ლი ამ წუ−თის-სოფლის,
მო−მავ−ლის ბე−დი გაყ−რას ი−თხოვს ჩემ−გან მსხვერპ−ლა−და
და რას მომ−თხოვ−და უ−ა−რეს−სა და−სას−ჯე−ლა−და?!
ყოვ−ლი ნა−ბი−ჯი ჩე−მის ცხე−ნის თქვენ−თან მა−შო−რებს,
ყო−ვე−ლი წუ−თი გკარ−გავს თქვე−ნა და მეც მა−ობ−ლებს...
ა−გერ თქვენც ჰქრე−ბით თან−და−თა−ნა... თქვენ−სა მწვერ−ვალ−სა
ძლივს ვარ−ჩევ... წუ−თიც!.. მხო−ლო−დღა ვსჭვრეტ ცი−აგ−სა ცა−სა.
ა−მა−ოდ ვებრძ−ვი მან−ძილ−სა და ჰა−ე−რის სის−ქეს
და მო−უს−ვენ−რად ვა−ტან−ტა−ლებ მწუ−ხარს თვალ−სა ჩემს!..
თქვენ−ნი მწვერ−ვალ−ნი ა−ღარ სჩა−ნან და მშვე−ნივ−რად ცას
ა−ღარ უმ−კო−ბენ ერთ−ნა−ირ−სა ცი−აგს კა−მა−რას!..
მშვი−დო−ბით, ჩემ−ნო, თვალ−ში ცრემ−ლით გა−ნე−ბებთ თავ−სა...
უ−ცხოეთიდამ კვლავ მო−გაწვ−დენთ ჩემს გულს და თვალ−სა;
კვლავ გა−გი−ღი−მებთ შორ ქვეყ−ნი−დამ თქვენ ჩე−მი სუ−ლი,
და და−მი−წყებს−ცა სიყ−ვა−რუ−ლით ფეთ−ქა−სა გუ−ლი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, ჩვენ წმინდა სი...უსულდგმულო ცხოვრებაუსულდგმულო ცხოვრება ცის ნიჭად ნუ გგონია, იგი მიწის ყოფილა — რასაც ბოლო ჰქონია! ცხოვრებას აცისკროვნებს სულ...გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026