kids.ge logo

ჩემის კაცობის გვირგვინო

ფავორიტებში დამატება
ჩე−მის კა−ცო−ბის გვირგ−ვი−ნო,
ჩე−მო სამ−შობ−ლო მხა−რე−ო!
შენ−გან შო−ბი−ლი ოც−ნე−ბა
გულს შან−თად გა−ვი−ყა−რე−ო.
არ მი−მე−ფა−რო თვალ−თა−გან,
და−მი−ცევ, და−მი−ფა−რე−ო.
ბევრს ტანჯ−ვას გა−მოვ−ლი−ლი ვარ,
ბევ−რი დღე ვნა−ხე მწა−რე−ო.
არ და−ი−მალ−ვის, რო−გორც მზე,
რაც მე ცრემ−ლე−ბი ვღვა−რე−ო.
ის მო−ი−გო−ნე, მა−ინ−ცა,
ბე−ჩა−ვო არე-მარეო!
ჩემს ცრემლს უ−ბე−ში ი−ნა−ხავ,
ვი−ცი, სამ−შობ−ლოს მთვა−რე−ო;
არ მი−ღა−ლა−ტო, ოც−ნე−ბავ,
მნა−ხო−დი მალე-მალეო.
კი არ შე−მომ−წყრე, მი−მუხთ−ლო,
ი−ა−რო გარე-გარეო.
თუ ა−მას ი−ზამ, წი−ნა დღით
საფ−ლა−ვი გა−მი−თხა−რე−ო.
მოვკვ−დე, კაცთ ხე−ლი მე−რი−დოს.
ოც−ნე−ბავ, და−გი−ბა−რე−ო:
შენ მნა−ხე, შე−ნა, მარ−ტო შენ,
გულს მი−წა მო−მა−ყა−რე−ო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026