kids.ge logo

ფშავლის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მკვდა−რი ნუ−ვის−სა გგო−ნი−ვართ,
გრძნობა-მიხდილი ლე−ში−ა,
კი−დე−ვაც მი−დუღს ვა−ჟა−სა
მთი−უ−რი სისხ−ლი მკერდ−ში−ა.
რად-რა დავ−კარ−გავ ი−მედ−სა?
რად-რა ჩა−ვიც−ვამ შა−ვებ−სა?
რა მაქვს მე სამგ−ლო−ვი−ა−რო,
ვე−ნაცვ−ლე შენ−სა თვა−ლებ−სა?!
სა−ნამ კი ვსუნთ−ქავ ბედკ−რუ−ლი,
შევ−ყუ−რებ მზეს და მთვა−რე−სა,
შენს სი−ბე−ჩა−ვეს და−ვაც−ვეთ
ჩემს და−წყლუ−ლე−ბულს მკლა−ვებ−სა.
თუ გი−ღა−ლა−ტო, დე−და−ო,
ნუმც და−ვი−მარ−ხო მთა−ში−ა,
ნუ დასდ−ვან ვა−ჟის ფშავ−ლი−სა
ხმა−ლი სა−ტირ−ლის თავ−ში−ა.

ნუ და−მი−ტი−როს ქალ-რძალმა
სა−კა−ცე−ზე−და კარ−ში−ა;
შა−ვეთ−ში გამგ−ზავ−რე−ბულ−სა
ცხე−ნი წა−მექ−ცეს წყალ−ში−ა;
ქვეყ−ნის−გან შაჩ−ვე−ნე−ბულ−მა
ბი−ნა დავ−კარ−გო ცა−ში−ა,
გა−მი−წყდეს ბეწ−ვის ხი−და−ი,
ჩავ−ვარ−დე კუპ−რის ზღვა−ში−ა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...მთა და ბარიმთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კ...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...მე შენი ტრფობით ვერ გავძეხმე შენის ტრფობით ვერ გავძეხ, შენ — ჩემის სიძულვილითა. ვერ გიღალატებ მაინცა, თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა, ...1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026