kids.ge logo

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს

ფავორიტებში დამატება
მშვი−დო−ბა შენს ნეშტს, მგო−სა−ნო,
ქართ−ლი−სა წყლულ−თა მო−ზა−რე,
მშვი−დო−ბა, სუ−ლო ძლი−ე−რო,
თა−ვის სამ−შობ−ლოს მოყ−ვა−რე!..
დი−დე−ბა შენს ჩანგს, რომ ბევრ−ჯელ
თვალ−ზე ცრემ−ლე−ბი მომგვარე…
არ და−ი−ვი−წყა სამ−შობ−ლომ
შე−ნი მის ბედ−ზე ტი−რი−ლი,
მედ−გა−რი სუ−ლის კვე−თე−ბა,
შავ−ბე−დო−ბა−ზედ ჩი−ვი−ლი,
და−უშ−რე−ტე−ლი ნაღ−ვე−ლი,
წყრო−მა და გუ−ლის ტკი−ვი−ლი.
მად−ლი შენს თა−ნა−მოძ−მე−თა, -
მი−წა გა−ხი−ლეს მშო−ბე−ლი,
შე−ნი სატრ−ფო და სა−დარ−დო,
გულს ლახვარ-დამასობელი.
შე−ნი მე−რა−ნი კვლა−ვაც რბის,
მი−სი ნა−ვა−ლიც შთე−ნი−ლა,
უ−მად−ლოდ არ და−კარ−გუ−ლა,
თუ ო−დეს ცრემ−ლი დე−ნი−ლა.
მი−ი−ღე ჩე−მი სა−ლა−მიც,
გა−მოგ−ზავ−ნი−ლი მთი−და−მა,
“ჩვე−ნი არაგვიც” მუხლს გიყ−რის,
გად−მომ−ქუ−ხა−რე კლდი−და−მა;
თვის “ა−ტე−ხი−ლი ჭალები”
ცრემ−ლით ა−ტი−რა ცხა−რი−თა,
სმე−ნად გა−დიქც−ნენ ი−სი−ნიც,
გრგვინ−ვა რო ეს−მათ ბა−რი−თა,
ქე−დებ−მა თა−ვი იდ−რი−კეს,
ფიქ−რით მო−იცვ−ნენ მწა−რი−თა,
ამწ−ვა−ნე−ბულ−ნი მწვა−ნე−და,
გა−ნა−თე−ბულ−ნი მთვა−რი−თა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...ჩემი ვედრებაღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯ...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026