kids.ge logo

ამირანი

ფავორიტებში დამატება
ა−დე, ა−მი−რან, რას გძი−ნავ?
ცხენს და−უ−ყა−რე ხან−ძი−ლი,
დი−ა−ცის და−წუ−ნე−ბულ−სა
ტი−რი−ლი გინ−და, გან ძი−ლი.
ხალ−ხუ−რი.


უ−ზარ−მა−ზა−რი ტა−ნი−სა
კა−ცი ვინ−მე სჩანს კლდე−ში−ო,
გუ−ლის მდნო−ბე−ლი ნაღ−ვე−ლი
უხ−მოდ დუღს ი−მის მკერდ−ში−ო.

უგრძ−ნო−ბი ჯაჭ−ვი მკლა−ვებ−ზედ
ეხ−ვე−ვა, რო−გორც გვე−ლი−ო,
და აბ−ლა−ბუ−და თვა−ლებ−ზედ
გა−დაჰკ−რო−ბი−ა ქსე−ლი−ო.

ტან−ზედ აჰსხ−მი−ა ყი−ნუ−ლი
და ხავ−სი შა−ვის ფე−რი−სო,
სდგას ე−სე და−ჩო−ქე−ბუ−ლი,
მომ−ლოდ−ნე ჯაჭ−ვის მტვრე−ვი−სო.

პირ−და−პირ და−ყუ−დე−ბუ−ლი
ჟანგ−დე−ბა მი−სი ხმა−ლი−ო,
მოს−ვე−ნე−ბა−სა თა−კი−ლობს,
ცრემლ−სა ღვრის, რო−გორც ქა−ლი−ო.

დაჰ−ვი−წყე−ბი−ა ეს მო−ნა
ძირს კაც−სა, მაღ−ლა ზე−ცა−სა,
არ იხ−სე−ნე−ბენ მის−გა−ნა
დევ-ეშმაკების ჟლე−ტა−სა.

მო−ზა−რე წა−მე−ბუ−ლი−სა
ფეხთ ჩას−წო−ლი−ა ფი−ნი−ა,
ამ პა−წა−წი−ნა არ−სე−ბას
უ−ცხო რამ და−უ−ჟი−ნი−ა.

და−უს−ვე−ნებ−ლად ე−ნი−თა
ლო−კავს ჯაჭვს - უნ−და გას−წყვი−ტოს,
რომ თა−ვი იხს−ნას ტან−ჯულ−მა,
ბილ−წი მჭედ−ლე−ბი გას−წყვი−ტოს, -

რო−მელ−თაც გრდემლ−ზედ გაჰკ−ვე−რეს
მის და−საბ−მე−ლად ჯაჭ−ვიო,
არ შე−იბ−რა−ლეს მარ−თა−ლი,
გაგ−ზავ−ნეს ტყვე−და მთა−ში−ო.

რა გა−წყვე−ტამ−დის მი−იყ−ვანს
ფი−ნი−ა რკი−ნის მარ−თულ−სო,
გულქ−ვა მჭე−დე−ლი გა−მო−დის,
გრდემლ−ზედ კვერს უ−წყებს რა−კუნ−სო.

და ჯაჭ−ვი ი−სევ მთელ−დე−ბა,
გუ−ლის საკ−ლა−ვად მო−ნი−სო.
ნე−ტავ ეს უღვ−თო წვა−ლე−ბა
ამ გმირს გას−წი−რავს რო−დი−სო?!

რო−დის ად−გე−ბა ა−მი−რან,
ჯაჭვ-აბჯრით შე−მო−სი−ლი−ო,
ჩა−მოსდ−ნო−ბო−დეს ყი−ნუ−ლი
და უ−ცი−ნო−დეს პი−რი−ო.

ე−ჭი−როს ხელ−ში თვის ხმა−ლი,
იც−ქი−რე−ბო−დეს ბა−რა−და,
მთა-კლდეთ გაჰ−ქონ−დეს დგრი−ა−ლი,
მას თავს უკ−რავ−დენ კვა−ლა−და.

მი−წა იძრ−წო−დეს, ღრუ−ბელ−ნი
ფუ−ო−დენ, ხტო−დენ შა−ვა−და,
კეკ−ლუც−ნი წვრილ−ნი ვარსკვ−ლავ−ნი
მთებ−ზე სხდე−ბო−დენ ჯა−რა−და.

სად−მე ზღვამ იგრძ−ნოს ამ−ბა−ვი,
კარ−გე−ბის სა−ნატ−რე−ლი−ო,
და−უკ−რას ტკბი−ლი საკ−რა−ვი,
ცას მი−ა−წო−დოს ხე−ლი−ო.

მუ−ნით ჩა−მოწ−ვეს ღრუ−ბე−ლი,
გაჩნ−დეს ცეცხლ-სეტყვა ხში−რი−ა,
ი−ძახ−დენ მართ−ლის ჯვარმც−მელ−ნი:
“ვაჰ−მე, რა დი−დი ჭირია!”

მჭედ−ლე−ბი ცოდ−ვას ნა−ნობ−დენ,
ამტვ−რევ−დენ გრდემ−ლებს, კვე−რებ−სო,
თვის ი−ა−რა−ღის ნაშ−თებ−ზედ
აფრქ−ვევ−დენ მწა−რე ცრემ−ლებ−სო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...მოდი, მოხშირდი, ჭაღარავმოდი, მოხშირდი, ჭაღარავ, წვერ-პირი მორთე თეთრადა, ეხლა იარონ იქნება ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა მომწყინდა ...მუტრუკი მიტომ მუტრუკობსმუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო! გაიგე ავი და კარგი...არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...პასუხადკარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026