kids.ge logo

სიცოცხლემ შხამი მასმია

ფავორიტებში დამატება
სი−ცო−ცხლემ შხა−მი მას−მი−ა,
მე კა−ხურ ღვი−ნოდ შა−ვირ−გე:
შავს−ვი და არც მო−ვე−რი−დე,
თუმც მის სიმ−წა−რე გა−ვი−გე.
ვი−ცო−დი, ეს იქ−ნე−ბო−და:
ეკ−ლის ლო−გი−ნიც და−ვი−გე.
ვწე−ვარ და მძი−ნავ ტკბი−ლა−და, _
ა−ი, ბი−ჭო−ბაც ეს ა−რი!
მაღ−ლი−დან შა−ვი ღრუ−ბე−ლი
თავს დამ−წო−ლი−ა მჭეხა−რი.
რა−ცა სწა−დი−ან, ი−სა ქმნას,
მეს−რო−ლოს მე−ხი მედგა−რი.
მე ვარ და არ შა−ვუდრ−კე−ბი,
გა−კა−ჟე−ბუ−ლი მხედა−რი.
ჯერ ა−სე ყოფ−ნა ვარ−ჩი−ე,
ნუ−კი გგო−ნი−ვართ ცხედა−რი.
გულ−ში ცო−ცხა−ლი გრძნო−ბა მაქვს,
მოუსვენა−რი, მყეფა−რი.
ჩემს თვა−ლებს ვე−ღარ ა−ში−ნებს
ცრემ−ლი და სისხ−ლი მჩქეფა−რი,
არც საკუთა−რი, არც სხვი−სა,
ჩვე−ნი ტყე-ველის მღება−რი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდიხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი, წყალს მიმეც ადევებულსა. შორს დამრჩა სატრფო გულისა, იმისთვის დაფეთებულსა. ის ჰგოდ...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026