kids.ge logo

სამშობლოს სიყვარული

ფავორიტებში დამატება
ბებიკოს ვკითხე: - ჩემს გულში
როგორ ეტევით ნეტა,
მამიკო, ბაბუ, შენა და
ჩემი ლამაზი დედა,

ქეთი, მანანა, პატა,
ნანული, სოფო, გელა,
პატარა ლელაც რომ გაჩნდა,
გულში ჩავისვი ხელად.

მასწავლებლებიც, ბებიკო,
განა ერთი და ორი,
ჩემი კლასელი ბავშვებიც,
ყველა გულში მყავს, მგონი.

ზღვაც გულით დამაქვს, ლურჯი ცაც,
მზეც, ჩახჩახა და თბილი,
გულით ვატარებ, ბებიკო,
ჩვენს სოფელსა და თბილისს,

ბები, მითხარი, გჯერა თუ
არ გჯერა ჩემგან თქმული,
მეჩვენება თუ ქვეყანას
მართლა ვარატებ გულით?

ბებიკომ გულში ჩამიკრა,
მთელი სულით და გულით,
მითხრა: - ეგ არის, რაც არის,
სამშობლოს სიყვარული.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე გადამარქვან მტირალაგუშინ მიყიდა დედიკომ პატარა ბიჭი ბაია, მე კი დაიკო მინდოდა, სულ ჩემი ბებოს ბრალია. ტიროდა, ვერ გავაჩუმეთ,...ძილი არ მიჭამიადამცინიან, ყველა გასწრებს გაღვიძებას დილითო, რად ხარ ასე ძილისგუდა, რომ ვერ ძღები ძილითო. ძილით როგორ უნდ...არსად გაქცეულა ჩვენი ჩაიდანისტუმრად იყო ჩვენთან დალი, ჩემზე დიდი გოგო. დედა, დედა, ჩვენთან თავი შეირცხვინა როგორ. ჩემმა ბებომ სთხოვა:...ერთი ხუთზეშევიკრიბეთ ხუთი ბავშვი, გვქონდა ერთადერთი ბურთი. გავიყავით ათი ვაშლი, წაბლი - ორჯერ ოცდახუთი. გელას ნუგა ...დიდობას ვნატრობნეტავ ვიცოდე დიდები ბავშვობას რატომ ნატრობენ. დედოკოს ვფიცავ, ჩვენს სახლში დიდობა მინდა მარტო მე. ან დედა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026