kids.ge logo

ვაზის სიმფონია

ფავორიტებში დამატება

მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...
ხმარობს ჭალაა, გზაა თუ კბოდეა.
მოდიან ურმები, და როგორც გოდლები,
ნელა მაღლდებიან ვება გოდრები.
კეთილი ფიქრივით ფუსფუსებს ფუტკარი,
- ფუტკარო, მერთვლეებს მადლობა ვუთხარი.
- ლეგენდა გადიხსნა? სიმღერა აფრინდა?
- სადან მოდიან? სიზმრიდან? ზღაპრიდან?!

ქართლ-კახეთი ლეგენდაა, იმერეთი - ზღაპარი
სამეგრელო ოცნებაა - გაფრენილი ფაფარი.
გურია კი სიმღერაა, ხოლო რაჭა - სიზმარი,
ყველა ერთად - ვენახია ჩვენი დასაფიცარი.

ზღაპრად დაგვიკარგავს, ცხადში გვიპოვნი
ძველი საქართველოს ვაზის სიმფონია.
ბუნების ღერბია, ჩანგი და ებანი
მერცხლის ბუდესავით შეკრული მტევანი.
ქალღმერთის ძუძუა, და განა შემშლია -
წყურვილის მომკვლელი უფლის პეშვია.

- პეშვო, დაგვამწყალობე, პეშვო, დაგვაპურე,
ჩვენი ამერ-იმერი ვაზით გადაბურე.
მომტევნე ჩუქურთმა, ამოფოთლე სტრიქონი,
შენ ვერ დაგემალები - სიმღერებში გიპოვნით.
შემოდგომის უღელს მზე ხარივით უბი
და ქართული სიმღერაც ვაზის ტყუპია!

- გვიყვარს, გვიყვარს ბახუსი, ბევრს არაფერ ვერჩით,
სევ სიყვარულისთვის დავამწყვდიეთ ქვევრში.
ჭირში დაგვიკარგავს, ლხინში გვიპოვნი
სრულიად საქართველოს ვაზის სიმფონია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხმარობს, გუგუნებს გზაა თუ კბოდეა:
მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...

- ხარო, ნუ იქნები ბედის უმადური -
შუბლზე გახატია მთვარე ურარტული.
ხარო, შემოგბედავ ყელზე შემოჭდობას,
რქებით ატაცე მზე და შემოდგომა.
გაწი ალაზნისკენ, გასწი რინისკენ,
ვაზის გვირგვინებით მოგვყავს დინისე.
მოგვყავს დოვლათის და სიხარულის ღმერთი
დაე, ლხინი იყოს საქართველოს ხვედრი.
ჰე, მამულო, ღმერთიც შეგვიწირავს შენთვის,
ღმერთიც გავიმეტეთ, რაღა გვინდა მეტი.
სადაც მზის გულია, მზის ფონია,
აწვიმს საქართველოს ვაზის სიმფონია.

ხმარობს გზაა, თუ მდინარის ტოტია,
მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- ეჰეი, მეურმებო, რა ვქნა, მეცნობით, ღმერთმანი.
გუშინ იყო თუ წარსულში, რამდენჯერ შევხვდით ერთმანეთს!
ომშიც, შრომაშიც თქვენს საქმეს მისდევთ და მიტევებით
- აჰანდე, ლეგა ბიჭები - ნაღდი კახელი დევები...
შალვა, ბიძინა, ელიზბარ პირს ნათელგადაფენილი,
მათ ერთხელ ვაშას გრილით ცა ჩამოხიეს ბერლინის.
- ეს ვინ ჩანს თოფის კვამლივით? - სისონაა დარჩია,
სავაზნესავით გრძელ-გრძელი მტევნები გადაარჩია,
შუბლს ყაბალახი უმშვენებს, ტანზე ჩაქურა აცვია,
- რისი ფირალი, ყაძახო, სოფლის პირველი კაცია.

გმირებო, თქვენმა მარჯვენამ ვაზის პომა დაწერა.
- ეს ბღაჭიანთ კაკოა, ის - ოძელაანთ არსენა.
ქარვის მარცვლები კი არა, ოფლის წვეთები ღვივიან,
კოფოზე მეხად შემჯდარი ეს ოთარაანთ ქვრივია.
ცოტნეც აქ არი, ბიჭებო, ჭირიმე მისი ჩეროსი, -
სიმხნე და სიმაყეა სრულიად საქართველოსი.

სინი არა კვდებიან, ისინი იბადებიან,
სინი საქმით, სახელით ჩვენს საქმეს მიმატებიან...
- ეჰეი, ამერ-იმერო, ღმერთების დიდო ვენახო,
ვაზის ადგილის დედაო, ვაზივით გამძლე ვენახო.
ყავ ვაზივით უკვდავი, იყავ ვაზივით მარადი,
ვაზივით დაფესვიანდი, იმსხმორე, გამრავლდი!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

შოთა ნიშნიანიძის სხვა ლექსები:

გოგებაშვილის „დედა ენა“
- ეს წიგნი ერის ბურჯია! - ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი....
ვაზის სიმფონია
მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...
ხმაურობს ჭალაა, გზაა თუ კბოდეა....
„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული შოთა ნიშნიანიძის ლექსი „ვაზის სიმფონია“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ნახატი ლექსები

ლექსზე „ვაზის სიმფონია“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ქემოკლიძე:


Kids.ge-ს რჩევები

შეაქეთ ბავშვი მისი პრობლემის გადაჭრის ძალისხმევისთვის

შეაქეთ ბავშვი, როდესაც ის ცდილობს პრობლემის გადაჭრას, მაშინაც კი, თუ ის წარუმატებელია.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

მანანა ტონია
ქართული სტუმართ-მასპინძლობა

მანანა ტონია

ბავშვებო გსურთ მოსმენა,
ჩემი ნაამბობისა,...
ლადო ასათიანი
ასპინძა

ლადო ასათიანი

1
...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

ჯანსუღ ნიქაბაძე
საახალწლო

ჯანსუღ ნიქაბაძე

საქართველოს მზეს,
ყანებსა და ზვრებს,...
ხალხური
თამარ მეფე და ხონთქარი

ხალხური

თამარ მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,...
გრიგოლ ორბელიანი
სადღეგრძელო

გრიგოლ ორბელიანი

თამარის დროშა გაშალეს,
შეკრბა დიდუბეს ლაშქარი;...
გალაკტიონ ტაბიძე
მიცვალებულის ხსოვნა

გალაკტიონ ტაბიძე

მგონია: ბინდი ვარსკვლავთაგან გემუდარება
და შეშინება უმოწყალო სიმთვრალეს ბადებს. ...
ნინო სტურუა
მყინვარწვერი

ნინო სტურუა

„დე იყოს სხვისი მთები უფრო მაღალი,
დე იყოს სხვისი ზეცა ჩემსაზე ლურჯი,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

ვაჟა–ფშაველა
სიკვდილი გმირისა

ვაჟა–ფშაველა

ცის ქუხილივით გაისმა
სოფლად სიკვდილი გმირისა,...
ალექსანდრე ორბელიანი
კავკაზის მთები მაშუკის მთიდგან

ალექსანდრე ორბელიანი

(ფანტაზია, როცა ახლად გათენდება)
...
ვაჟა–ფშაველა
ერეკლეს სიზმარი

ვაჟა–ფშაველა

ომ-გადახდილსა პატარა კახსა
ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა,...
აკაკი წერეთელი
ილიას მოკვლის გამო

აკაკი წერეთელი

I
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას...
ბესიკი
ასპინძის ომზედ

ბესიკი

ასპინძის მიწა გიწამებს, -
ურგებ არს ჩემგან თქმულები! ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026