kids.ge logo

აკაკის ლანდი

ფავორიტებში დამატება

მდუ−მა−რე მხა−რეს შო−რი მთე−ბი−სას
დაჰ−ხა−რის ღა−მე და ან−და−მა−ტი.
იქ, რო−გორც ლან−დი მწუ−ხა−რე−ბი−სა,
გა−მოჩნ−და მა−ღალ პო−ე−ტის ლან−დი!

თეთ−რი ჭა−ღა−რით მო−სი−ლი თმე−ბი
ე−ლავ−და ელ−ვის ელვა-ციმციმით
და მო−ხიბ−ლუ−ლი ი−ყო მთი−ე−ბი
და−დე−ბულ სა−ხის ღვთა−ებ−რივ ღი−მით.

მძი−მე და დაღ−ლილ ფე−ხის ხმას გრძნობ−და
ნელი-ნელ მსვლე−ლი ღრუ−ბე−ლი ჩე−მი
და მოძ−რა−ობ−და ღა−მის მნა−თობ−თა
ა−ღელ−ვე−ბუ−ლი ე−ლი−ზი−უ−მი.

გრძნობ−და თა−ნა−ბარ მო−ახ−ლო−ე−ბას
განც−ვიფ−რე−ბუ−ლი და დი−დი მთე−ბი,
შეუცნობ-ხშირი შრი−ა−ლით შეკრ−თა
მშობ−ლი−უ−რი ტყის მწვა−ნე ზვირ−თე−ბი.

მა−შინ ბავშ−ვი−ვით მი−ჩუმ−და შქე−რი,
შე−წყდა მდი−ნა−რეთ ზვირ−თე−ბის მღე−რა,
მხო−ლოდ გრი−ალ−მა გზა მრა−ვალ−ფე−რი
ნა−პერწკ−ლის დრო−შით ა−ა−ელ−ფე−რა,

და სა−ი−დუმ−ლო შუ−ქით შე−მო−სა
მი−წყნა−რე−ბუ−ლი გზა იშ−ვი−ა−თი: -
ჩუ−მად... დაღ−ლილი სანთ−ლე−ბით მო−დის
მწუ−ხა−რე ლან−დი... მა−ღალი ლან−დი.

ოჰ! ა−სე−თი−ა დღეს გან−საც−დე−ლი
და არ დაგვ−ტო−ვებს პო−ე−ტი ობ−ლად,
რომ არ ა−ან−თოს ი−სევ სან−ტე−ლი
და−ვი−წყე−ბუ−ლი ხა−ტის მახლობ−ლად.

იქ−ნე−ბა ჩვენთ−ვის, იქ−ნე−ბა ჩვენ−ში,
იქ−ნე−ბა ჩვენ−თან მა−რად და მა−რად!
ჩვე−ნი ზღაპ−რე−ბის სი−დი−ა−დე−ში,
ჩვე−ნი ფიქ−რე−ბის ლურჯ ნი−ავ−ქა−რად.

არ მო−გაკ−ლებს მადლს და შუქს უ−სი−ტყვოს
მი−სი, პო−ე−ტის, მაღ−ლით ან−თე−ბა.
კურ−თხე−უ−ლი ი−ყოს, კურ−თხე−ულ ი−ყოს,
კურ−თხე−ულ ი−ყოს ეს მო−ლან−დე−ბა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს, მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება— თვით მურილიოს,...მესაფლავემესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, ...მატარებელშიმთები აჭრელდა როგორც ჟირაფი, მატარებელი მიჰქრის ბინდებად, ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შე...შენი სადღეგრძელოკაფეში სევალ სრულიად მარტო და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას, ერთი შენია (უნდავიდარდო ასეც და ისეც, აქაც და ი...ლარიქს სიბირიკა(larix sibirica) ციმბირის ნაძვი ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე? ლენა, ენისეი, ზაბაიკალიე... აწ ჩემი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026