kids.ge logo

ანბანი - ხმოვნების კონცერტი

ფავორიტებში დამატება

ა
ეს ვინ ა−რის? - ა−სო ა
ა−ბა, გეს−მით მი−სი ხმა?

ო−პე−რა−ში მი−ვი−და,
და−უ−ღი−ა პი−რი და

ახ−ლა მღე−რის ა−რი−ებს,
უკ−ვე დას−შიც გა−რი−ეს.

ბო−ლოს ამ−ბობს ან−და−ზებს,
ხმას აწვ−რი−ლებს, ა−ნა−ზებს.

ე
“- ერ−თი მეც შემომხედეთ!”
სცე−ნა−ზე−ა ა−სო ე,

“- რომ ი−ცეკ−ვოს, რო−გორც მე,
შე−უძ−ლი−ა სხვა ვინმეს?”

ე−ჯიბ−რე−ბა სხვა ხმოვ−ნებს,
ე−სალ−მე−ბა თანხმოვ−ნებს.

ცეკ−ვავს ფე−ხის წვე−რებ−ზე,
დატ−რი−ალ−და ცე−რებ−ზე.

ი
გა−მო−ვი−და ა−სო ი,
მო−იყ−ვა−ნა ორ−კესტ−რი.

ხე−ლებს იქ−ნევს ა−მა−ყად,
დი−რი−ჟო−რობს ა−მა−ღამ.


ო
ბო−ლოს წინ აქვს ნო−მე−რი,
არ−ტის−ტი−ა მშრო−მე−ლი.

ეს ა−რის სა−ოც−რე−ბა,
ახ−და მი−სი ოც−ნე−ბა:

დღეს სპექ−ტაკლ−ში მთა−ვარ როლს
ვინ ას−რუ−ლებს? - ა−სო ო!

უ
ნერ−ვი−უ−ლობს, მაგ−რამ დუმს,
უხ−მოდ იც−დის ა−სო უ.

პირ−ვე−ლო−ბა გა−ნა სურს,
რა საქ−მე აქვს მას−თან შურს?

მა−ლე ღელ−ვაც გა−უქ−რა,
რო−ი−ალ−ზე და−უკ−რა.

უ-მ კონ−ცერ−ტი და−ხუ−რა,
ტა−ში და−იმ−სა−ხუ−რა.

ა ე ი ო უ

მთელ დარ−ბაზ−ში ტა−ში ქუხს,
ხა−რობს ა ე ი ო უ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის ბაბუ და ახალი წელიჩვენთან მოდის მოიჩქარის თოვლის ბაბუ მარხილით, ჯადოსნური ხურჯინით და მხიარული ძახილით. ჰო, ჰო, ჰო, ჰო, ამ ...ჩხირკედელაჩხირკედელა შემარქვეს, ყველა ასე მიწოდებს, მაგრამ მამა ბრაზდება, რატომ,ნეტა ვიცოდე! მამაც ზუსტად ასეთი ცელ...ველოდები ძამიკოსაი, უკვე რახანია ველოდები ძამიკოს, ალბათ ბურთით ვითამაშებთ, მანქანებსაც გამიყოფს. "მგონი მალე გაიცნობო" _...ბებოს გადამრჩენელიბებო ხშირად მიკერავს ფერად-ფერად კაბებს, მაგრამ რა ქნას, უჩემოდ ნემსში ძაფს ვერ აგებს. “- შენ ხომ ხედავ კ...კუ და ლოკოკინათურმე ერთ დღეს დაძმობილდნენ კუ და ლოკოკინა, ორის ერთად სიარულმა ყველა გააცინა. დადიოდნენ ნელა, დინჯად, არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026