kids.ge logo

ჩემთ მეგობართ

ფავორიტებში დამატება
ჭა−ბუკ−ნო, ვიდ−რე ცხოვ−რე−ბის დღეთ დი−ლა გი−ნა−თებთ
და სიყ−ვა−რუ−ლი გუ−ლის ჭირ−თაც გი−სი−ა−მოვ−ნებთ,
არ და−იჩ−ნი−ოთ შა−ვის ბე−დის მსწრაფლ−ნი ლახ−ვარ−ნი
და შე−უ−პოვ−რად წა−რი−ხო−ცეთ ცრემლ−ნი−ცა მწარ−ნი.

აჰ−ყე−ვით სო−ფელს, შე−ურ−ჩე−ნელს და მომ−ღე−რალ−სა,
ნუ მო−ა−რი−დებთ სიყ−მაწ−ვი−ლეს ტრფო−ბი−სა ალ−სა!
სა−სა−ცი−ლო−ა, ბე−რი კა−ცი რომ ყმაწ−ვი−ლობ−დეს,
და საბ−რა−ლო−ა, როს ჭა−ბუ−კი ბე−რიკაცობდეს!

მას ვა−ქებ, ვინ−ცა თვის სი−ცო−ცხლე ა−სე ა−ტა−რა,
რომ ყო−ვე−ლი დრო შე−სა−ფე−რად მი−მო−იხ−მა−რა!
მა−შინ−ცა კმა−რა და−დუ−მე−ბა გუ−ლის ვნე−ბა−თა,
კის−რად ტვირ−თე−ბა წუთის-სოფლის მძი−მე ზრუნ−ვა−თა.

ო−დეს მზის სხივ−ნი შეგ−ვიცვ−ლი−ან ჩვენ დი−ლას მას ნელს
და ცრუ სო−ფე−ლი სიყ−ვა−რულ−საც შეჰყ−რის სარ−გე−ბელს!
მხო−ლოდ ერთს გირ−ჩევთ და გახ−სოვ−დეთ ე−სე თათ−ბი−რი,
მერწ−მუ−ნეთ, ძმა−ნო, ნა−ცა−დი მაქვს ეს გუ−ლის ჭი−რი:

არ შე−ემსჭ−ვა−ლოთ მოკისკა−სეს, კე−კე−ლა ქალ−სა,
სუ−ლის დამ−ტყვევ−ნელს და გრძნო−ბა−თა ცრუდ მომ−ღე−რალ−სა!
ა−ში−კის ე−ნა მას ა−ხა−რებს, მას ა−სულდგ−მუ−ლებს,
ხო−ლო სიყ−ვა−რულს გუ−ლი მი−სი ვერ მი−ი−კა−რებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალიხმა საკრავისა, ნელ ნარნარისა, სულს განახარებს; და მშვენიერის ენა ამიშლის გულისა ჭირებს! ვჭვრეტდი ლამაზსა,...ფიქრნი მტკვრის პირასწარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად; აქ ლბილს მდელოზ...ჩინარიგანმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი, მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა,...აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველიაღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი, მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი, დიდ სამქუხარო, საავდარო, ...სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრადსულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად, ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად? მარქვი, რა უყავ, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026