kids.ge logo

რუსთაველის ნეშტი

ფავორიტებში დამატება
მგო−სა−ნო სა−ქართ−ვე−ლო−სავ,
წა−მო−ი−ხე−დე ზე−ზე−და,
ი−ხი−ლე შე−ნი სამ−შობ−ლო,
მი−მო−ი−ა−რე მზე−ზე−და.
შე−ნი ე−რი−სა ჭა−ბუკ−ნი
გი−ამ−ბო−რე−ბენ ხელ−ზე−და;
მართლ−დე−ბა შე−ნი ნათქ−ვა−მი
ა−თას−ზე გა−ნა ერთ−ზე−და?

თა−ვი−სუფლ−დე−ბა მო−ნე−ბი,
შენ გულს რომ გჭირ−და წყლუ−ლა−და;
ნეხვ−თა და ვარდ−თაც ლა−მის რომ
მზე მო−ე−ფი−ნოს სწო−რა−და;
ა−ღარ ვართ გუ−შინ−დე−ლე−ბი,
ვიქ−ცე−ნით ერთი-ორადა;
წა−მოგ−ვე−ზარდ−ნენ ჭა−ბუკ−ნი,
ჰნა−ხო, სცნობ არწივ-ქორადა!
თავს სწირ−ვენ ნეს−ტა−ნი−სათ−ვის
ტა−რი−ე−ლი−ვით ლო−მა−და.
და ი−ვე−რი−ის დი−დე−ბას
ხალხს ა−უბ−ნე−ბენ შო−რა−და.
აღვს−დე−გით, ცამ−დე ავ−მაღლ−დით
ნათქ−ვამ−ნი ჩა−სა−ქო−ლა−და.

თუ არ წა−მოხ−ვალ, მანდ მოვ−ლენ;
დღემ−დის ბევ−რებ−საც ჰნა−ხავ−დი.
ვი−ცი, რომ გი−ა−მე−ბო−და,
გულს ვარ−დად და−ი−სა−ხავ−დი
სა−ხე−სა ვაჟ−კა−ცე−ბი−სას.
მი−ი−ღე, რო−გორც შვი−ლე−ბი,
თავ-დადებულნი ქვეყ−ნისთ−ვის,
შე−ნი სამ−შობ−ლოს გმი−რე−ბი.
ა−კურ−თხე შე−ნის მარჯ−ვე−ნით
ეგ მარ−გა−ლი−ტის ღი−ლე−ბი,
სამ−შობ−ლოს მკერ−დით აჭ−რილ−ნი,
მისთ−ვის დამწ−ვა−რი ცვი−ლე−ბი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...დიდი თამარიქალო, ქართველთა სულის დგმავ, ქალო, ქართველთა დედაო! ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026