kids.ge logo

რამ შემქმნა ადამიანად

ფავორიტებში დამატება
რამ შემქმ−ნა ა−და−მი−ა−ნად?
რა−ტომ არ მო−ვედ წვი−მა−და,
რომ ვყო−ფი−ლი−ყა−ვი მუ−და−მა
ღრუ−ბელთ გულ-მკერდის მძი−ვა−და,
მი−წა−ზე გად−მო−საგ−დე−ბად
ცვა−რად ან თოვ−ლად ცი−ვა−და?
არ გამ−წი−რავ−და პატ−რო−ნი
ა−სე ოხ−რად და ტივ−ლა−და!

ცა−ში−ვე ა−მი−ტა−ცებ−და,
თან მა−ტა−რებ−და შვი−ლა−და.
ა−სე არ დამ−ჭირ−დე−ბო−და
სულ მუ−დამ ყოფ−ნა ფრ−თხი−ლა−და.
მზის მოტრ−ფი−ა−ლე ვივ−ლი−დი
სიკვ−დი−ლის გა−მაწ−ბი−ლა−და;
მაღ−ლა ცა, დაბ−ლა ხმე−ლე−თი
მე მექ−ნე−ბო−და წი−ლა−და.

გა−ვი−ხა−რებ−დი, მთა-ბარსა
ო−დეს ვნა−ხავ−დი მწვა−ნე−და,
მორ−წყულ−სა ჩე−მის ოფ−ლი−თა,
ყვა−ვი−ლებს შიგ−ნით, გა−რე−თა.
გა−და−ვუშ−ლი−დი გულ-მკერდსა
დღი−სით მზეს, ღა−მით მთვა−რე−სა.
სი−ცო−ცხლეს ვაგრძ−ნო−ბი−ნებ−დი
მო−მაკვ−დავ არე-მარესა.

თოვ−ლად ქცე−ულ−სა გულ−ში−ა
ცე−ცხლად ი−მე−დი მრჩე−ბო−და,
რომ ი−სევ ჩე−მი სიკვ−დი−ლი
სი−ცო−ცხლედ გა−დიქ−ცე−ო−და
და გა−ნახ−ლე−ბულ ბუ−ნე−ბას
ყელ-ყურზე მო−ეხ−ვე−ო−და.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი თამარიქალო, ქართველთა სულის დგმავ, ქალო, ქართველთა დედაო! ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო...გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...ხევზედ მიდიან ნისლებიხევზედ მიდიან ნისლები, გაჩქარებულნი, მღერითა. როგორ ხარობენ ტივლები, რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა! ვეღარას ვ...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...გაზაფხულიმე რომ ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არის ქვეყანა. ვისაც ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026