kids.ge logo

ტყუილი თუ მართალი

ფავორიტებში დამატება
სა−ხუ−მა−რო მინ−და გი−თხრა,
ა−დან−და−ლი, დან−და−ლი,
უ−პა−სუ−ხე ჩემს შე−კი−თხვას,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი.

გა−ზა−ფხუ−ლი მი−ი−ლი−ა,
დად−გა ცი−ვი ზამ−თა−რი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(ტყუ−ი−ლი)

ძლი−ერ უყ−ვარს ფი−სუ−ნი−ას
მსხლის და ვაშ−ლის ნა−თა−ლი.
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(ტყუ−ი−ლი)

ი−ან−ვარ−ში თოვ−ლი ი−დო,
თეთ−რად ჩან−და ჭა−და−რი.
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(მარ−თა−ლი)

შუ−ა−ღა−მით მინდორ-მინდორ
სე−ირ−ნობ−და ქა−თა−მი,
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(ტყუ−ი−ლი)

და−ძუნ−ძუ−ლებს ტყე−ში დათ−ვი
თაფ−ლის ჭა−მით დამთვ−რა−ლი.
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(მარ−თა−ლი)

ცხვრის ბეწ−ვის−გან და−ვამ−ზა−დეთ
აბ−რე−შუ−მის ფარ−თა−ლი.
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(ტყუ−ი−ლი)

ჯორ−მა კვი−ცი გა−ა−ჩი−ნა
მე−ტის−მე−ტად გამხ−და−რი.
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(ტყუ−ი−ლი)

ლო−კო−კი−ნას ტა−ნად ჩი−ას
მხრე−ბით და−აქვს სახლ-კარი.
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(მარ−თა−ლი)

სა−ბუ−დარ−ში კა−ტა იწ−ვა
სახლს იკ−ლებ−და კა−კა−ნით.
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(ტყუ−ი−ლი)

ერთ დღეს ჭა−მა მამ−ლა−ყინ−წამ
ერ−თი ტო−ნა თავ−თა−ვი.
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(ტყუ−ი−ლი)

მტა−ცე−ბე−ლი ცხო−ვე−ლი−ა
ვე−ფხვი, ლო−მი, აფ−თა−რი.
ტყუ−ი−ლი თუ მარ−თა−ლი?
(მარ−თა−ლი)

გა−მო−ცა−ნა გი−თხარ ლექ−სად,
სულ ეს ა−რის, რაც ა−რის.
კარგ მთქმელ−სა და გამ−გო−ნე−სა
ე−ნის წვერ−ზე შა−ქა−რი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თაგუნიას ჩივილიტირის თაგვი თაგუნა: - ბედმა ეს რა მარგუნა! მართალია, ტყვეობას, როგორც იქნა, გადავრჩი, მაგრამ, ვაი, სირცხვ...კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...ახალი ქოლგამზე პირს იბანდა, მზია და გოგი გარეთ გავიდნენ ახალი ქოლგით. სადრბაზოსთან შეჩერდა მზია: -ქოლგის გახსნა რომ ...ლახტილახტი, ლახტი, ლახტუნა, ლახტს თამაშობს დათუნა. დაიჯაბნა ციყვუნამ, ახტუნა და ახტუნა. აუწითლა ლოყები, აუჭრელ...დათოს ქუდიდაიკარგა დათოს ქუდი, სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს. იგვიანებს დათო ბაღში, მოეღუშა პირისახე. არ იცოდა, რაღა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026