kids.ge logo

კურდღლის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ჩქა−რა ამწ−ვან−დით, ვე−ლე−ბო,
ჩქა−რა ამწ−ვან−დი, ჭა−ლა−ო!
ა−მო−ღა−ღან−დი, ჯე−ჯი−ლო,
სად ა−რის შე−ნი ძა−ლა−ო?
ნა−თე−სი პუ−რი რა იქ−ნა,
ნე−ტავ სად და−ი−მა−ლა−ო?
მომ−წყინ−და ხე−ე−ბის კორტ−ნა
და პი−რი და−მე−ღა−ლა−ო,
თოვლ−მა, ყინ−ვამ და ქარ-ბუქმა
სულ-გული გა−მი−წყა−ლა−ო.

შვი−ლე−ბი შე−მომ−ტი−რი−ან:
“ძუ−ძუ გვ−წყუ−რი−ა, დედაო!”
შემ−ზა−რავს ჩე−მი−ვე თა−ვი,
ტან−ზე რომ და−ვი−ხე−და−ო:
მარ−ტო ძვა−ლი და ტყა−ვი ვარ,
რძე სა−ით ჩა−მიდ−გე−ბა−ო?
უმწ−ვა−ნოდ მომკ−ლავს სიმ−ში−ლი,
შვი−ლე−ბიც გა−მი−წყდე−ბა−ო.
ოჰ, გა−ზა−ფხუ−ლო, სა−და ხარ?
რად იგ−ვი−ა−ნებ, ნე−ტა−ო?
გავ−რე−კავ შვი−ლებს სა−კორტნ−ზე,
ვე−ლი რო ამწ−ვან−დე−ბა−ო.
მთვა−რე ა−მო−ვა ცა−ზე−და
და მზე კი დაბრ−ძან−დე−ბა−ო.
ა−ბა სა−და ხარ, ჯე−ჯი−ლო,
სა−და ხარ, ვე−ლო მწვა−ნე−ო?!
ცო−ტა−ო−დე−ნი წყა−ლო−ბა
ჩვენთ−ვის რად და−ი−ნა−ნე−ო?!
ი−ხა−რე, ჭა−ლავ, მინ−დო−რო,
და წვი−მით და−ი−ნა−მე−ო;
თქვე−ნა ხართ ჩვე−ნი მშობ−ლე−ბი,
გლო−ცუ−ლობთ დღე და ღა−მე−ო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...სიტყვა ეულისიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ვარმით ნაკვები, სნეული, გულ-გა...სიყმე სიბერედ ვაქციესიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026