kids.ge logo

ჯარჯი

ფავორიტებში დამატება
კლდე, ჯიხ−ვის ჯო−გის გავ−ლი−ლი,
რო ნა−ხო, გა−გიკ−ვირ−დე−ბა...
ი−მათ ნა−წოლ−სა, ნად−გომ−სა,
თო−ლი არ მა−ე−კი−დე−ბა.
ფეხ რო მა−უსხლ−ტეს ტი−ალ−სა,
კლდე−ზე რქით და−ე−კი−დე−ბა,
ი−მათ მიმ−ყოლ−სა ვაჟ−კაც−სა
რა კარ−გი წა−ე−კი−დე−ბა!..
ჯარ−ჯი ჩა−ხე−დავს ჯიხ−ვებ−სა,
რა მშვე−ნი−ერ−ნი წვა−ნა−ნო,
რქა რქა−ზე გა−და−უხ−ვე−ვავ,
ან−გე−ლო−ზებ−სა ჰგვა−ნა−ნო.
ჯარ−ჯივ, ნუ მის−დევ ჯიხ−ვებ−სა,
მო−გი−ნე−ლე−ბენ ტი−ალ−ნი!..
არ და−ი−ჯე−რა ჯარ−ჯიმა,
სხვაც ბევრ მამც−და−რა ჭკვი−ა−ნი.
ჩა−მა−უ−ქად−ლა ვაჟ−კაც−მა
ხი−რი−მი სპი−ლოსძვ−ლი−ა−ნი,
წინ ჯიხვ−თა, უ−კან ჯარ−ჯიმა
კლდე−ზე გა−დი−ღეს გრი−ა−ლი, _
ჩა−ბა−ნოს ჭა−ლას გა−ვარ−და
მოყ−მე ფეხწ−რი−ა−პი−ა−ნი...
ა−მა−ი−ტა−ნეს მამკვ−და−რი,
ტი−რის ქა−ლი და ზა−ლი−ა,
შა−მა−აწ−ვი−ნეს კარ−ზე−და
კლდის დაფ−ლე−თი−ლი ტა−ნი−ა,
გა−დაგ−ლე−ჯი−ლი თავ-პირი,
ყორ−ნის და−თხრილ−ნი თვალ−ნი−ა...
სახ−სოვ−რად ჯარ−ჯის საფ−ლავ−ზე
და−აკრ−ნეს ჯიხ−ვის რქა−ნი−ა,
ერთ გვერდ−ზე თო−ფი სი−ა−თა,
მე−ო−რე გვერდ−ზე ხმა−ლი−ა,
ზედ და−ა−წე−რეს წე−რი−ლი:
„ჯარ−ჯი ჯიხვ−თაგან მკვდარია!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჟუჟუნა წვიმა მოვიდაჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ყვავილმა მუხლი იყარა, ფერი იცვალა ყანამა, მალე პურებიც შემოვა, ...გულსა მომაწვა ვარამიგულსა მომაწვა ვარამი ვით ნაგუბარი წყალიო. რა მალე შევწუხებულვარ, გუნება მიძე მყრალიო; გამაგრდი, გულო, გუნ...მე პატარა გოგო ვარმე პატარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზე; რა დროს ჩემი ლექსებია, პატარა ვარ ყველაზე!...უნდა მოლხენით ცხოვობდეუნდა მოლხენით ცხოვობდე, სისხლი არსადა გდიოდეს, ყველას კაჟივით ეგონო, შენ სანთელივით ღვიოდე....წუთისოფელი რა არი?წუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი. რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. საცა სოფელში მიხვიდე,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026