kids.ge logo

მარტორქა

ფავორიტებში დამატება

გა−გო−ნი−ლა, მარ−ტორ−ქავ,
ჭა−მა მუ−დამ მარტოკა?!

სხვებ−საც გა−უ−ნა−წი−ლე!
ვე−რა ხე−დავ? მე−ლი−ა
გაძ−ვალ−ტყა−ვე−ბუ−ლი−ა,
სარ−ჩო შემოლევია.

დამიჯერე, მარ−ტორ−ქავ,
არ იქ−ნე−ბა უ−რი−გო,
შე−ნი საჭმელ-სასმელი
სხვებ−საც რომ დაუ−რი−გო.

არ მო−იშ−ლი ძუნ−წო−ბას?
რას ი−ტყვი−ან ბავშ−ვე−ბი?
სუქი-სუქი, მსუ−ქა−ნავ,
უ−მე−გობ−როდ დარ−ჩე−ბი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომარა ჯობია შემოდგომას, საწნახელზე შემოდგომას?! ჩურჩხელებით სავსე ძელებს, ციცქნა გულებს რომ გვიძგერებს. ჩირე...კოკლოზინააღარმინდა ამდენი სტაფილო და ჭარხალი, გავიზრდები ისედაც ღონიერი, მაღალი. ჩემი ძაღლი გინახავთ ? ძლიერია, ჭკ...ოქროსფერი ხარიხებიცეცხლს გაუდის ტკაცანი, ათუხთუხდა თათარა, ნიგვზის გრძელი მძივები სულ ოქროსფრად დაფარა. ხარიხაზე გავკიდეთ, ...უმადური ფისო- ფისუნია, ფისოვ, ნუ მიბურდავ ძაფებს, ზამთრისათვის გიქსოვ წინდებსა და კაბებს. - ნუ ირჯები უქმად, შენთვის ...როდის მოვა თოვლის პაპამაშინ, როცა დეკემბერი წავა, გზას დაუთმობს იანვარს და თოვას, პატარებო, ახალი წლის ღამეს, თოვლის პაპა საჩუქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026