kids.ge logo

ხმა სამარიდამ

ფავორიტებში დამატება
ხმა−ლი გა−ლე−სე, ძმო−ბი−ლო,
მტე−რი გად−მოდ−გა მთა−ზე−და;
აგ−ვი−ოხ−რე−ბენ ქვე−ყა−ნას,
დაგ−ვე−ცე−მი−ან თავ−ზე−და;
გა−ლე−სე, ი−სე გა−ლე−სე,
პირს ი−კი−დებ−დეს თმა−ზე−და;
მად−ლი−ა, კი−დევ ე−ღირ−სოს
გორ−დას მტრის სისხ−ლი ფხა−ზე−და!
ა−გერ მო−დი−ან წყე−ულ−ნი
მ−წყობ−რად, უ−შიშ−რად გზა−ზე−და.
სა−ცა−ა, თო−ფი ი−ჭე−ქებს,
კვამ−ლი შაჯ−დე−ბა კვამლზედა…
აგ−ვი−ოხ−რე−ბენ ქვე−ყა−ნას,
დას ა−ტი−რე−ბენ ძმა−ზე−და!..
გა−ლე−სე, კარ−გად გა−ლე−სე,
არ ი−ლე−ო−დეს ძვალ−ზე−და.
უფ−ლის კურ−თხე−ვა ან−თი−ა
სამ−შობ−ლოს მცვე−ლის ფარზედა…
თამარ-დედოფლის ნა−კოც−ნი
ბეჭ−დად უს−ვი−ა ხმალ−ზე−და.
მხნედ ი−ყავ, ძმა−ო, ნუ ჰკრთე−ბი,
ნე−ტავ ყოყ−მა−ნობ რა−ზე−და?
ერ−თხელ სჯო−ბი−ა სიკვ−დი−ლი
შავს ყოფ−ნას ქვე−ყა−ნა−ზე−და!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...მუდარამზეო, მისდიხარ-მოსდიხარ, ცით მიწის მანათობელი, რით არ მოგწყინდა სინათლე, სიბნელის დამამხობელი? ერთხელ მკვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026