kids.ge logo

წყალი არ ყველა წყალია

ფავორიტებში დამატება
გუ−ბევ, გუ−ბევ, შე საბ−რა−ლო,
ზარ−მა−ცო და სა−ლა−ხა−ნავ,
არ მოგ−წყინ−და სულ ძი−ლი და
ერთ ად−გილ−ზე ყოფ−ნა გა−ნა?
ბა−ყა−ყე−ბის ორ−კესტრს უს−მენ,
ჩა−იქ−ნი−ე უკ−ვე ხე−ლი,
სი−კე−თეს და კარგ ცხოვ−რე−ბას,
მუქ−თა−ხო−რავ ნუ−ღარ ე−ლი.
კარგ ცხოვ−რე−ბას და კე−თილ დღეს,
ი−ცო−დე, რომ უნ−და შრო−მა,
შრო−მასა კი სი−ხა−ლი−სე,
მოძრაობა,სწრაფად სრბო−ლა.
გად−მო−ხეთ−ქე კა−ლა−პო−ტი,
გა−იღ−ვი−ძე, გა−ინ−ძე−რი,
თავს ბუშ−ტე−ბი მოგდ−გო−მი−ა,
დაგ−დე−ბი−ა მწვა−ნე ფე−რი.
ყვე−ლას სძულ−ხარ უ−მოქ−მე−დო,
გვერდს გივ−ლი−ან დი−დი ზი−ზღით,
ა−ბა შე−ხე ამ ჩვენს რი−ონს,
რას გრი−ა−ლებს, რო−გორ მიჰქ−რის?
ერ−თი ცი−და ნა−კა−დუ−ლად,
მო−ევ−ლი−ნა ამ ქვე−ყა−ნას,
და−ვაჟ−კაც−და ტყეში,ღრეში,
მობრ−დღვენს მედგრად-ტბორავს ჭა−ლას.
ჯე−ბი−რე−ბი და−ამტვ−რი−ა,
გა−და−ლე−წა, გად−მო−ლე−წა,
უ−დი−დე−სი მონ−დო−მე−ბით,
ქა−ლა−ქე−ბი გა−მო−ძერ−წა.
მიგრი−ა−ლებს და ხმა−უ−რობს,
ბუ−ნე−ბა−მაც და−ა−ნათ−ლა,
მის−მა ძა−ლამ, ე−ნერ−გი−ამ,
ქა−ლა−ქე−ბი გა−ა−ნა−თა.
ბო−ლოს დაღლილ-დაქანცულმა,
როს მო−ი−გო დი−დი ბრძო−ლა,
კმა−ყო−ფილ−მა გა−ი−ვა−კა,
და შე−წყვი−ტა სწრა−ფი სრბო−ლა,
და დაჭ−რი−ლი მხე−ცის მსგავ−სად,
ბო−ლო ღა−მე გა−ი−თე−ნა,
და−ი−ცა−ლა მდა−რე სისხ−ლად,
და დიდ ზღვა−ში ჩა−ეს−ვე−ნა.
შენ კი გძი−ნავს, არ გრ−ცხვე−ნი−ა?
მრა−ვალ მწერ−თა გახ−დი ბუ−დე,
წვი−მას ე−ლი აგ−ვის−ტო−ში,
რომ არ დაშ−რე ცოდ−ვილ გუ−ბევ.
შენც ხომ ამ ცის ნა−ჟუ−რი ხარ,
ირგვ−ლივ მთაც გაქვს და ბა−რი−ცა,
ზო−გი წყა−ლიც კი ფუ−ჭი−ა,
წყა−ლიც ა−რის და წყა−ლიცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...ტკბილი - კბილი?ბელსა კბილი ასტკივდა, აწყევლინა თავ ბედი, თურმე ბევრი შეჭამა, თაფლი,ნუგა-კამფეტი. ტირის ჩვენი ბელუკა, სლუ...უცოდინრობის წამალიდილით, მეზღაპრე გუდითა, თურმე, ესტუმრა ბავშვებსა, წიგნებიც მისცა ფუთითა, და კიდეც ათამაშებსა. მეზღაპრემ რ...ვინ რა ჰქნა?წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით? გადარია ნაკადული, დიდ მდინარედ გადაიქცა, მის წვრილ ღარში ჩაკარგული. თოვლის ფი...მუქთა მჭამელებიბატმა ცომი მოზილა, თეთრი, თეთრი, ფითქინა, მეც მაჭამე პურიო, თხამ წამოიკიკინა. რაო, პური ცხვებაო?- ცუგომ ყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026