kids.ge logo

თითების დავა

ფავორიტებში დამატება
ერ−თხელ თით−ნი წა−ი−კიდ−ნენ,
ჰქონ−დათ ცხა−რე და−ვა,
მო−იხ−სე−ნეს ერთ−მა−ნე−თი
უ−დი−ე−რად, ა−ვად.

იკ−ვეხ−ნიდ−ნენ თა−ვის ა−მაგს,
თავ−თა−ვი−ანთ საქ−მეს,
ერთ−მა−ნე−თის მნიშვ−ნე−ლო−ბა
მო−ი−ძუ−ლეს, დაჰგ−მეს.

დაჰგ−მეს ძმო−ბა, მე−გობ−რო−ბა,
ერ−თად გარ−ჯა, შრო−მა,
ჭირ−ში, ლხინ−ში ერ−თად ყოფ−ნა,
მხარ−ში ა−მოდ−გო−მა.

ცერ−მა თქვა: მე თი−თებს შო−რის
ვარ თა−ვი−და−თა−ვი,
ყვე−ლა საქ−მის წა−მომ−წყე−ბი,
მხე და გამ−ბე−და−ვი.

მე თუ ა−რა, ხე−ლი რა−მეს
გა−ა−კე−თებს? - ვე−რა!
უ−ჩე−მოდ სად შე−უძ−ლი−ა
ხატ−ვა ან−და წე−რა!

მად−ლი გამ−ჩენს, რომ ბუ−ნე−ბას
შე−ვუქმ−ნი−ვარ ცე−რად! -
თქვა და თი−თებს გა−და−ხე−და
კუშ−ტად, ალმაცე−რად.

საჩ−ვე−ნე−ბელ თითს რა ეს−მა
ცე−რის სჯა-ბაასი,
უ−თხრა: ცე−რო, შენ უ−ჩე−მოდ
ა−ბა, რა გაქვს ფა−სი?

მე რომ მუ−დამ არ გშვე−ლო−დე,
გვერდს არ გედ−გე მუ−დამ,
რას გახ−დე−ბი! ა−მი−ტო−მაც
მა−ფა−სებ−დე უნ−და.

იქ−ნე−ბა შენ არც კი ი−ცი,
„სალოკი“ რომ მქვი−ა?!
პირს საჭ−მე−ლებს ვა−ლო−კებ−დი,
„სა−ლოკს“ მე−ძა−ხი−ან.

დღეს ა−რავინ ა−ღარ მლო−კავს,
დღეს კოვზს ხმა−რობს ყვე−ლა,
მაგ−რამ მა−ინც პა−ტივ−ში ვარ,
რო−გორც უ−წინ, ძვე−ლად.

შუ−ა−თით−მა ცერს და სა−ლოკს
გა−და−ხე−და ცი−ვად,
შე−უ−ბღვი−რა: და−გა−ვი−წყდათ,
მე რომ უფ−რო−სი ვარ!

ა−ბა, რო−გორ შე−მედ−რე−ბა
რო−მე−ლი−მე თი−თი?!
მე ყვე−ლაზე მა−ღა−ლი ვარ
და ყვე−ლაზე დი−დი!

ო−რი თი−თით ხატ−ვა, წე−რა
გა−გო−ნი−ლა სად−მე?!
უ−ჩე−მოდ თქვენ რას გახ−დე−ბით,
წა−გიხ−დე−ბათ საქ−მე!

ა−რათითმა ა−მო−ი−ღო
ხმა და ეს გა−ბე−და:
- ვერ მივმხვ−დარ−ვარ, „ა−რათი−თი“
რად მი−წო−დეს ნე−ტავ?

რად ა−რა ვარ, ა−ბა, თი−თი,
რად არ მთვლი−ან თი−თად?!
ცერს, შუ−ა−თითს და სა−ლოკსაც
თა−ვი მო−აქვს დი−დად.

ჩემს მეტს ყვე−ლას სახე−ლი აქვს,
უ−სა−ხე−ლო მე ვარ,
მიკ−ვირს, ჩემთ−ვის რად გა−ჭირ−და
სახე−ლის დარქ−მე−ვა?!

ბო−ლოს ნე−კიც ახ−მა−ურ−და,
თქვა: მის−მი−ნეთ ერ−თი,
ხუთ თით−ში მეც ვუ−რე−ვი−ვარ,
ა−რა ვარ ზედ−მე−ტი.

ტა−ნად თუმ−ცა პატა−რა ვარ,
მე არ მწუ−ნობს ხე−ლი;
ა−რათითს სულ გვერდ−ში ვყა−ვარ
და საქ−მეში ვშვე−ლი.

მე თუ ა−რა, თქვით სი−მართ−ლე,
ხე−ლი რა−მეს და−წერს?
საყრ−დე−ნი ვარ და წე−რის დროს
სიმ−ძი−მე მე მა−წევს.

ყვე−ლა თი−თი ჩემს წინ ა−რის,
თა−ვი მოს−წონთ, მე კი
ჩემთ−ვისა ვარ, ხე−ლის ბო−ლოს
პა−წა−წი−ნა ნე−კი!

ა−სე ყვე−ლამ და−ი−ჭი−რა
ცალ−კე გზა და ხი−დი...
თითს თუ თი−თი გვერდს არ უდ−გას,
რას გახ−დე−ბა თი−თი?

ცე−რი სა−ლოკს თუ არ შვე−ლის,
მას−თან შუათი−თიც,
გა−ნა საქ−მე გა−კეთ−დე−ბა
პატა−რა ან დი−დი?

ან−და ნე−კი, ა−რათი−თი
ზედ−მე−ტია გა−ნა?
ი−სი−ნიც ხომ სხვებს შვე−ლი−ან
და გვერდ−ში უდგა−ნან!

ცალ-ცალ−კე რომ ვე−რას გახდ−ნენ,
და−ი−ნა−ხეს მა−შინ,
რომ ყო−ფი−ლა უძ−ლე−ვე−ლი
ძა−ლა ერ−თო−ბა−ში.

ა−მის შემ−დეგ ხუ−თი თი−თი, -
ეს ღვიძ−ლი ძმა ხუ−თი,
ერ−თად, ძმუ−რად რომ არ იყვ−ნენ,
არ იქ−ნე−ბა წუ−თი.

თვა−ლად, ტა−ნად, ჯა−ნით, ღო−ნით
სხვა−დასხ−ვა−ა ყვე−ლა,
მაგ−რამ უყ−ვართ ერთ−მა−ნე−თის
დახ−მა−რე−ბა, შვე−ლა.

და რო−დე−საც მტერს უ−ტე−ვენ
ბრა−ზით, რისხ−ვით, კუშ−ტად,
მა−შინ ყვე−ლა ერ−თად, ტო−ლად
შეკვ−რე−ბა მუშ−ტად.

მათ−ში უმცროს-უფროსობას
აქვს პა−ტი−ვი დი−დი,
თითს რომ თი−თი გვერდ−ში უდ−გას,
მა−შინ თი−თობს თი−თი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026