kids.ge logo

ძილისპირული

ფავორიტებში დამატება

რო−ცა გინ−და, და−ი−ძი−ნო,
თუ კი კა−რი გა−და−რა−ზე,
სა−ნამ თვა−ლებს და−ხუ−ჭავ−დე,
არ შეს−კუპ−დე ქან−და−რა−ზე!
არც თავ−ლა−ში შეხ−ვი−დე,
არც სო−რო−ში შეძვ−რე,
არც ბუ−ნაგ−ში მო−კა−ლათ−დე,
იქ ძილს ვერ−სად შეძ−ლებ!
არც ბუ−დე−ში ჩაჯ−დე,
რა−ში გარ−გებს ფუ−ღუ−რო?
ყვე−ლა−ფერს სჯობს, სა−წოლ−ში
ჩაწ−ვე და ჭერს უ−ყუ−რო.
ძი−ლი ცხოვ−რობს თურ−მე ჭერ−ში,
არც ხმა აქვს და არც ფე−რი,
ყვე−ლა−ფერ−ზე უფ−რო უყ−ვარს
ნა−ნა - დე−დის ნამ−ღე−რი.
- კი−დევ? - კი−დევ ზღა−პა−რი,
-კი−დევ? - რბი−ლი ბა−ლი−ში,
ჭე−რი−დან რომც ჩა−მო−ვარ−დეს,
სულ არ ა−რის სა−ში−ში.
ის ი−სე−თი ფა−ფუ−კი−ა,
ბრახ! - რომც მოგხვ−დეს თავ−ში,
დი−დი, დი−დი, ერთი-ორჯერ
და−ამთქ−ნა−რო მა−შინ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეგობრობაუსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს! კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს! მაგიდა რომ მაგიდაა, ვი...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...დიდი ჭიაალხა-მალხა, ჩვენი ჯალღა აწოწილა მაღლა-მაღლა. - ვინ კრეფს? - დიდი ჭია, პირი დაუღია. - ჩამომიგდე, ჭიავ, თეთ...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026