kids.ge logo

სკოლაში წასვლის წინ

ფავორიტებში დამატება

მა−გი−და−ზე ა−ლა−გი−ა პე−ნა−ლი და რვე−უ−ლე−ბი
ზედ ბავშ−ვე−ბი ა−ხა−ტი−ა - ცო−ტა გა−და−რე−უ−ლე−ბი.
სულ ა−ხა−ლი ჩან−თა სკამ−ზე, სა−ყიდ−ლე−ბის გრძე−ლი სი−ა...
ჩან−თა ლურ−ჯი კი−ა მაგ−რამ, მიხვ−დე−ბით რომ გოგოსი−ა.
ჭრელა-ჭრულა ფეხ−საც−მე−ლი - რომ შე−ხე−დავ ბრ−დღვი−ა−ლებს,
კა−ბა მუ−ქი კი−ა მაგ−რამ ტრი−ა−ლის დროს ფრი−ა−ლებს.
ეს ქურ−თუ−კიც ა−ხა−ლია, ბაფ−თა - ცო−ტა ძვე−ლი−ა...
ერთ−მა−ნეთ−ზე ა−ლა−გი−ა და სექ−ტემ−ბერს ე−ლი−ან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *თეთრი კაბა მაცვია, ვინ მაჩუქა რა ვიცი, კარადაში ვიპოვნე ავდექი და ჩავიცვი. ცოტა გრძელი კი არის, მებლანდებ...წერილი ლაპლანდიიდან ბებიასბებო წერილს გწერ შორიდან, იქ სადაც დიდი თოვლია, აქ არც პალმები შრიალებს და არ დაფრინავს თოლია. თეთრია მთე...ქუდი ქარშინოემბრის ქარბუქს მიჰქონდა ქუდი, მისდევდა გოგო, ცელქი და ურჩი. - შეიკარიო! - სთხოვა დედიდამ. - ქარი იქროლე...* * *დამეკარგა ცუგა, კუდი მავთულს უგავს, ცისფერი აქვს თვალი, პირში ედო ძვალი. მომენატრა ისე... და არ ვიცი რა ვ...მამამამამ პლედი მოიფარა, ვითომ დათვის ბელია, ჰაჰ, ამაზე სახალისო მგონი არაფერია. ახლა პერანგს აფრიალებს აფრია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026