kids.ge logo

მუქთა მჭამელები

ფავორიტებში დამატება
ბატ−მა ცო−მი მო−ზი−ლა,
თეთ−რი, თეთ−რი, ფით−ქი−ნა,
მეც მა−ჭა−მე პუ−რი−ო,
თხამ წა−მო−ი−კი−კი−ნა.

რა−ო, პუ−რი ცხვე−ბა−ო?-
ცუ−გომ ყუ−რე−ბი ცქვი−ტა,
არ დამ−ტო−ვო მში−ე−რი,
იხვ−მა და−ი−ვიტ−ვი−ტა.

სუ−ნი მცემ−სო პუ−რისა,
ფი−სომ ჩა−ი−ღი−ღი−ნა,
მეც ეხ−ლა−ვე მო−ვა−ლო,
ცხენ−მა ჩა−იხ−ვიხ−ვი−ნა.

კლო, კლო,კლო,კლო, პუ−რი−ო?-
ინ−და−ურ−მა ყრან−ტა−ლამ,
პუ−რი ცხვე−ბა ბა−ტებ−თან,
ჭუ−კებს ჩა−უყ−რან−ტა−ლა.

ძრო−ხა მყის−ვე ა−ბღავლ−და,
ხმა გა−მოს−ცა გუ−გუ−ნა,
ღორ−მა თერთ−მე−ტი გო−ჭი,
წუთ−ში მო−აღ−რუ−ტუ−ნა,

კრუ−ხიც მო−დის ბა−ტის−კენ,
მოჰ−ყავს ო−ცი წი−წი−ლა,
ბატ−მა სტუმ−რებს შე−ხე−და და
ი−ცი−ნა და ი−ცი−ნა.

ოჰ, თქვე მუქ−თა−ხო−რე−ბო,
ყვე−ლას და−უ−ტა−ტა−ნა,
თქვენ გგო−ნი−ათ რომ მე მაქვს,
პუ−რის დი−დი ქარ−ხა−ნა?

იღ−ვა−წეთ და იშ−რო−მეთ,
თქვენც და−ა−ცხვეთ პუ−რი−ო,
ჩემს ჭუ−კებსა მე ვკვე−ბავ,
და და−მიგ−დეთ ყუ−რი−ო,

შვი−ლებს ნუ მო−ა−ში−ვებთ,
დე−და ხართ თუ მა−მა−ო,
არ ა−რი−სო ლა−მა−ზი,
მუქ−თად საჭმ−ლის ჭა−მა−ო.

პუ−რიც უკ−ვე გა−მო−ცხვა,
გა−აბ−რუ−ნა სტუმ−რე−ბი,
და მი−უსხდ−ნენ სუფ−რა−სა,
ის და მი−სი ჭუ−კე−ბი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...სოფო და სოკომუხის ძირზე, ტყის კიდეში, ამოსულა ერთი სოკო, კალათით და წითელ ქუდით, მას წაადგა თავზე სოფო. დაიწუნა, არ მ...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...კვერცხი - ოქრო თუ ვერცხლი?ხეს მოსწყდა ხმელი კაკალი, ქოჩომ ატეხა კაკანი, ტყუილად არ დაუკვეხნია, ბუდეში გორავს კვერცხია, გნიასმა ყური...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026