kids.ge logo

„ადიდასისგან“ იმედგაცრუება

ფავორიტებში დამატება
ბა−ყა−ყი ქვა−ზე შეს−კუპ−და,
ყვე−ლა−ფერს იკ−ლებს ყი−ყი−ნით,
შე−ებ−რა−ლა და მი−ვი−და
ბე−კე−კა პეტელ-კიკინით.

ჰკითხა:-აქ, ქვა−ზე რად ზი−ხარ,
რად სტი−რი, ჩე−მო გულჩ−ვი−ლო?
-ი−ცი−ან შიშ−ვე−ლი რომ ვარ,
„ადიდასს“ უნ−და ვუ−ჩივ−ლო.

მეც მსურს ამ ფირ−მის მარ−კე−ბით
მო−ქარ−გუ−ლი და მორ−თუ−ლი
ბო−ტა−სე−ბი და წინ−დე−ბი,
მინ−და პი−ჯა−კიც სპორ−ტუ−ლი.

ვერც ფეხ−საც−მე−ლი მო−მარ−გეს,
მა−ხინ−ჯი გაქვ−სო თა−თე−ბი,
ბევ−რი მა−ზო−მეს და ბო−ლოს
შექმ−ნეს ა−ხა−ლი თარ−გე−ბი.

ვე−ლი და ვტი−რი ბედ−შა−ვი,
ალ−ბათ კერ−ვა არ სცოდ−ნი−ათ,
ა−ბა რად იგ−ვი−ა−ნე−ბენ,
ჩემ−თან რად ა−ღარ მო−დი−ან?

ბე−კე−კამ გა−ი−ღი−მა და
ბა−ყაყს ყურს ჩა−უ−კი−კი−ნა:
-რად გინ−და შენ „ადიდასი“,
ჩე−მო სუ−ლე−ლო ყი−ყი−ნავ?

ჭა−ობ−ში უნ−და ი−ცუ−რო,
და−გიმ−ძიმ−დე−ბა პი−ჯა−კი,
არც ფეხ−საც−მე−ლი გჭირ−დე−ბა,
ტყუ−ი−ლად, რა−ღად ი−ძა−ხი?

ბო−ტას−ში ტლა−პო ჩა−გი−ვა,
მა−ინც ჩა−იც−ვამ მათ ჯიბრ−ზე?
წყლი−დან რო−გორ−ღა ა−მოხ−ვალ?
რო−გორ იხ−ტუ−ნებ ნა−პირ−ზე?

ბა−ყაყ−მა ცრემ−ლი შე−იშ−რო,
ყი−ყი−ნიც მა−ლე შე−წყვი−ტა,
მარ−თა−ლი−ა−ო ბე−კე−კა,
მან ფიქ−რებ−ში გა−და−წყვი−ტა.

მად−ლო−ბა უძღვ−ნა მე−გო−ბარს:
-ლო−დი−ნით ტყუ−ი−ლად და−ვოს−დი,
ჩე−მი სა−მო−სიც მყოფ−ნი−სო!
მყის−ვე ის−კუ−პა ჭა−ობ−ში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მდინარემთის კალთებიდან ეშვება, წყარო სუფთა და ანკარა, გზაში იზრდება,დიდდება, ის წყარუკელა პატარა. მთას ვერ ელევა...მაღვიძარა მამლაყინწადილით ყივის მამლაყინწა, ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა, ღობის წვერზე შემომჯდარი, მთავარსარდლის შესადარი, წამოდე...ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...ვინ რა ჰქნა?წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით? გადარია ნაკადული, დიდ მდინარედ გადაიქცა, მის წვრილ ღარში ჩაკარგული. თოვლის ფი...მურიაქუჩაში, ეზოს გადაღმა, რად დარბის ძაღლი მურია? აკი გვასწავლეს, რომ ისიც, ცხოველი შინაურია....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026