kids.ge logo

ციკოს თოვლის პაპა

ფავორიტებში დამატება
ახ−ლა წლამ−დე ცო−ტა დარ−ჩა,
მო−ად−გე−ბა ა−გერ, მთებს.
მუ−ხის ძი−რას ციყ−ვი ცი−კო
თოვ−ლის პა−პას ა−კე−თებს.

მო−აგ−რო−ვა სა−მი გუნ−და,
არ დას−ჭირ−და წვა−ლე−ბა.
ორ ცალ კერ−კეტ კა−კალს უ−დებს
თოვ−ლის პა−პას თვა−ლე−ბად.

ტან−ზე კოხ−ტად ჩა−უ−რი−გა
ყა−ვის−ფე−რი ღი−ლე−ბი.
გა−ნა მართ−ლა ღი−ლე−ბია -
გაკ−რო−ლი−ლი თხი−ლე−ბი.

სტა−ფი−ლო აქვს ცხვი−რის ნაცვ−ლად -
ცი−კო მართ−ლა არ ხუმ−რობს.
მხო−ლოდ ქუ−დი ვერ ი−შო−ვა,
თავ−ზე რომ და−ა−ხუ−როს.

ფუ−ღუ−როს−კენ გა−ე−შუ−რა,
იქ−ნებ, რა−მე მო−ძებ−ნოს...
თოვ−ლის პა−პა მარ−ტო დარ−ჩა
და თა−ვისთ−ვის ოც−ნე−ბობს:

“მა−ლე ქუდ−საც და−ვი−ხუ−რავ,
ხელ−ში ჯოხ−საც და−ვი−ჭერ.
სულ პირ−ვე−ლი მე გა−ვი−გებ
ა−ხა−ლი წლის ნაბიჯებს!..”

უ−ცებ, მართ−ლა ნა−ბი−ჯე−ბის
ხმა მო−ის−მა შო−რი−დან.
გა−უკ−ვირ−და თოვ−ლის პა−პას -
ნუ−თუ, უკ−ვე მო−ვი−და?

მაგ−რამ, ა−რა, ა−ხა−ლი წლის
ნა−ბი−ჯე−ბი რო−დი−ა,
ეს კურ−დღე−ლი ამ−ბა−კო და
თაგ−ვი თენ−გო მო−დი−ან.

და−ი−ნა−ხეს თოვ−ლის პა−პა...
რა გგო−ნი−ათ, რა მოხ−და?
ცო−ტა ხან−ში, რო−ცა ცი−კო
ხი−დან დაბ−ლა ჩა−მოხ−ტა,

იქ რაც დახვ−და, დამშ−ვი−დე−ბით
ა−ბა, რო−გორ უც−ქი−როს -
თოვ−ლის პა−პა უ−ღი−ლე−ბოდ,
უთ−ვა−ლე−ბოდ, უ−ცხვი−როდ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელაკუდას სორომელაკუდა კლიენტს ეძებს - აბა, ვის გსურთ ბინაო? სორო, სამოთახიანი, უნდა გავაქირავო! სულ ახლახან გავაკეთე ქ...მზე, მთვარე და ღრუბელიმზემ გადასძახა მთვარესა: - ვანათებ არემარესა, შენ რის მაქნისი მყავხარო, მთელი დღე უქმად დგახარო! წარბი შე...გაზაფხულიგაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს ენძელებმა. დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ ზამთარს წასვლა ეძნელება. მზე იც...რა დახატა ბაქარმახატვას იწყებს ბაქარი, მოიმარჯვა ფანქარი. დახატა და წაშალა დაკლაკნილი გზა-შარა. მერე - დიდი სახლი და გზაც ...ვინ უპასუხებს ირაკლისჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო, უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს, ყველაფერი გაიგოს. - მზე როცა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026