kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პა−ტა−რა კუ-კუს−კუ−სა,
დინ−ჯი, გა−ნა ფუს−ფუ−სა,
ბოს−ტან−ში−ა, სა−დი−ლობს,
წვი−მი−ან−შიც ნა−დი−მობს.
კომ−ბოს−ტოს წვნი−ან ფო−თოლს
შე−ექ−ცე−ვა ხრა−მუ−ნით,
მე−რე რა, თუ−კი წვი−მა
მო−დის, ას−ხამს შხა−პუ−ნით.
უ−კა−კუ−ნებს კუს ბა−კანს,
თუმც წვე−თიც ვერ გა−ა−ტანს,
-წვი−მავ, შხე−ფებს ნუ ახ−ლი,
ზურ−გით და−აქვს კუს სახ−ლი!
ბოს−ტან−ში სახ−ლიანად
შე−პა−რუ−ლა, სა−დი−ლობს,
წვი−მა სულ არ ა−დარ−დებს,
მარ−ტოდ−მარ−ტო ნა−დი−მობს.
წვი−მავ, წვი−მავ, წკრი−ა−ლავ,
ჩქა−რა გას−წი ცის კი−დეს!
ბოს−ტანს არ გა−ე−კა−რო,
რაც არ უნ−და გი−ჭირ−დეს!
დინ−ჯი, გა−ნა ფუს−ფუ−სა,
იქ კუ სახ−ლობს კუს−კუ−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...ცეკვაცეკვავს, ცეკვავს პაწია, ხელი დაუკვანწია! მოგუგუნე ტაში მზესაც მისწვდა ცაში. მედოლეა ბებია... რა პატივი რგ...მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...კატა და თაგუნია-ვინ ბრძანდება კატა-მატა?- იქადნება თაგუნია. კატა როცა გამოჩნდება, მაშინ სულგანაბულია. კატა სოროს ჩაუვლის...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026