kids.ge logo

ნესტან კუპრავა

ფავორიტებში დამატება

ნესტან კუპრავა-საბავშვო მწერალი და მენტორი პედაგოგი, დაიბადა 1959 წლის 22 დეკემბერს. წერს საბავშვო ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, პიესებს... არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ავტორი და 2020 წლის ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ გამარჯვებული, ნომინაციაში „ საუკეთესო საბავშვო რომანი“-„იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის“. (კონკურსის  ორგანიზატორი-ქარჩხაძის გამომცემლობა, ხელშემწყობი:   თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საინფორმაციო მხარდამჭერი: ტელეკომპანია ფორმულა).

სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს საბავშვო წიგნები: ჯადოსნური სიტყვები“-გამომცემლობა „დიოგენე“, „დიდი აურზაური“, „მივიწყებული ქვეყანა“, „რიგელი და ბეტელგეიზე“-გამომცემლობა „ფერადი სამყარო“, „რატომ გაიბუტა პატარა შუქნიშანი“-USAID-Gpried-ის პროექტი, „იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის“-ქარჩხაძის გამომცემლობა.

ამბობს, რომ მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა გასული საუკუნის 90-იან წლებში საბავშვო ჟურნალ „დილაში.“ სიამოვნებით იხსენებს შეხვედრას „დილას“  იმდროინდელ მთავარ რედაქტორთან, მწერალ რევაზ ინანიშვილთან. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მწერალი იმ დღეს თავს შეუძლოდ გრძნობდა, ახალბედა ავტორი თურმე თბილად მიიღო, იქვე გადაიკითხა მისი რამდენიმე ლექსი და  გზა გულწრფელად დაულოცა. ყველა შერჩეული ლექსი ჟურნალში დაიბეჭდა. ცნობილი მწერლის  გულისმიერება  და კეთილგანწყობილება კარგი მოტივატორი აღმოჩნდა ახალგაზრდა ავტორისათვის. 

ამბობს, რომ ადრეული ბავშვობიდან უყვარდა ამბების შეთხზვა, -ჯერ ზეპირად, შემდეგ წერით. წერდა სკოლაში სწავლის დროს, სტუდენტობისას, წერს ახლაც-მასწავლებლად მუშაობის პარალელურად. განსაკუთრებით უყვარს ფენტეზის ჟანრი. მისი აზრით, ამ ჟანრის ნაწარმოების შექმნის პროცესში მწერლის ფანტაზია სრულიად თავისუფალია, წარმოსახვა -შემოუზღუდავი,  ის ხომ საკვირველ ამბავთა მთხზველია... განსაკუთრებით უყვარს უჩვეულო სიტუაციებში უსულო  ნივთების გაცოცხლება-ამეტყველება. შემჩნეული აქვს, რომ ბავშვებს ძალიან  მოსწონთ, თუკი მათთვის განკუთვნილ ნაწარმოებს  მსუბუქი იუმორიც ახლავს, უყვართ მხიარული ამბების მოსმენა, ამიტომაც ხშირად ცდილობს ლიტერატურული პატარების  ინტერესების დაკმაყოფილებას. 

ამბობს, რომ როგორც ნებისმიერი  საბავშვო მწერლის, ასევე მისი შთაგონების წყაროც ბავშვები არიან.  „სადიდო ნაწარმოებების წერაც მომწონს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ  საბავშვო ნაწარმოებების შექმნა  ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია.  ჩემი საყვარელი პერსონაჟის უკან ყოველთვის დგას რომელიმე კონკრეტული ბავშვი...მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვებს უკავშირდება... მიყვარს მათან ერთად გასაოცარ სამყაროებში მოგზაურობა...“ 

ნესტან კუპრავას წიგნები

რიგელი და ბეტელგეიზე
ჯადოსნური სიტყვები
მივიწყებული ქვეყანა
იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის
რატომ გაიბუტა პატარა შუქნიშანი
„ბეჰემოთი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ლექსები

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ემილი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ფისო“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

მოთხრობები

„Among us“
ნახატის ავტორი:
დიანა თოდუა (12)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ნახატი ლექსები

სხვადასხვა ლექსის თემაზე, ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ლექსების თემაზე რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ფიზიკური აქტივობა

წაახალისეთ ბავშვი, დაკავდეს ფიზიკური აქტივობით, რომელიც ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025