kids.ge logo

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ფავორიტებში დამატება

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული.

კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს.

ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს.

ზღარბი სოკოს იმარაგებს.

ჩიტუნა ბუდისკენ მიფრინავს,-ბარტყებისთვის საზრდოს ეზიდება.

კურდღელი  ბაჭიებს სირბილში ავარჯიშებს. 

ბუ ფუღუროს  ასუფთავებს.

მელია სოროს ალაგებს.

კუ ბაკანს  აპრიალებს.

ლოკოკინა თავის ნიჟარას  საღებავებით ფერად-ფერად ზოლებს ახატავს.

ჭიამაია ამინდის პროგნოზს ადგენს. 

კალია შეჯიბრებას აწყობს,-სიმაღლეზე ხტომაში.

ფუტკარი თავს დაბზუის ყვავილებს,-თაფლის დასამზადებლად ტკბილი წვენი რომ მოაგროვოს.

დათვი არსად ჩანს, სად არის ჩვენი დათუნია? ის რას აკეთებს?

აი, ვიპოვეთ! სკა უპოვია და ახლა მალულად ეპარება, გამრჯე ფუტკრებს თაფლი რომ მოპაროს.

-რას აკეთებ, დათუნა, რას! როგორ იქცევი!

შერცხვენილი აბურდღუნდა დათვურად... ქურდსა და უსაქმურს  თვალები სულ აცაბაცა გაურბის... 

-რას ვაკეთებ... როგორ ვიქცევი...-მგონი, არ იცის, რა მიპასუხოს.

თქვენ აუხსენით, ბავშვებო, სწორად იქცევა თუ არა დათუნია. რატომ? 

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 4–8
ოპტიმალური ასაკი: 5–7

სხვა მოთხრობები

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

გვირილები

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ: - რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ! როცა ერთმან...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჭიკაძე :


Kids.ge-ს რჩევები

აჩვენეთ თქვენს შვილს, თუ როგორ უნდა გახდეს პასუხისმგებელი მოქალაქე

გაატარეთ საქველმოქმედო აქტივობები. ბავშვები მოხალისეობებით ნებაყოფლობით იძენენ ღირსების გრძნობას.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026