kids.ge logo

გვირილები

ფავორიტებში დამატება

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ:

- რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ!

როცა ერთმანეთს შეხედეს, მიხვდნენ, რომ თვითონაც პაწია მზეებს ჰგავდნენ და გაუხარდათ:

- შენც მზეს ჰგავხარ! მეც მზეს ვგავარ! აი, ისიც! ყველა! ყველა!

- თურმე პაწაწინა მზეები ვყოფილვართ!

მწვანე მინდორი ლამაზი, კოპწია გვირილებით გაივსო. ციცქნა მზეები დიდ მზეს შეჰხაროდნენ, თვალს არ აშორებდნენ. მინდორში მათი სიცილ-კისკისი და გადაძახილი ისმოდა:

- რა კარგია, რომ პაწია მზეები ვართ!

- და დიდი მზის რჩეულები!

ერთხელ გვირილების მინდვრის თავზე წუწია ღრუბელი გამოჩნდა, ლამაზი ყვავილები მოეწონა და მათთან მეგობრობა მოისურვა, გვირილებს დიდი მზე მოუჩრდილა. გაბრაზებულმა ყვავილებმა ერთმანეთს დაუტიეს:

- წუწია, დაიკარგე აქედან!

- ჩვენ ხომ მზის რჩეულები ვართ!

- და მხოლოდ მზე გვიყვარს და სხვა არავინ! ა-რა-ვინ!

წუწია გაჯავრდა. ასეთმა შეხვედრამ გული ატკინა და იქაურობა სწრაფად დატოვა:

- იმასაც ვნახავთ, თუ არ დაგჭირდებით!

ასედაც მოხდა. მზემ ისე დააცხუნა, მიწა გამოშრა და დასკდა. გვალვამ მცენარეები ჩამოაჭკნო. გვირილებმა თავი ჩაქინდრეს, -ძალა არა ეყოთ, მზისთვის ემზირათ.

ქარს შეეცოდა ყვავილები და მათი გასაჭირი წუწია-ღრუბელს შეატყობინა. ღრუბელს კეთილი გული ჰქონდა, პაწია მზეებს განა სამაგიერო გადაუხადა, წვიმა დაუშვა და მიწას წყალი უხვად ასვა.

გვირილები წელში გაიმართა, ლამაზი თავები წვიმას შეუშვირეს და მადლიერად აჩურჩულდნენ. ახლაღა მიხვდნენ, რომ მეგობრობაზე ხელი არავის არ უნდა უკრა! ვინ იცის, ვინაა დიდი მზის რჩეული, -ეს კი სინანულით აღიარეს.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–11
ოპტიმალური ასაკი: 7–9

სხვა მოთხრობები

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: რევიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

შესთავაზეთ კერძი რამდენჯერმე

თუ თქვენს შვილს ახალი კერძი არ მოსწონს, არ დანებდეთ. სცადეთ შეთავაზება რამდენჯერმე სანამ არ მიხვდება, რომ კერძი მოსწონს.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026