kids.ge logo

სკასთან მომხდარი ამბავი

ფავორიტებში დამატება

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუდე არ ჩამომიშალოო.

მოულოდნელად უცნაური ზუზუნი გაიგონა...

- ესეც ასე, - გაუხარდა დათუნიას, - სკა ვიპოვე! პირს მალე გემრიელი თაფლით ჩავიტკბარუნებ!

დიდსა და ძველ ხეს მართლა ჰქონოდა ფუღურო, ფუღუროში კი ფუტკრებს მართლა გაემართათ სკა. დათუნია ხეზე აცოცდა.

ფუტკრებმა დაინახეს და შორიდანვე დაუზუზუნეს:

- ბუთა, ნეტავ, სად მოძვრები? დათვო, ფუჭად ნუ მოცდები!

დათვი განა იმათ უსმენდა, სულ მიცოცავდა და მიცოცავდა. ფუტკრები უფრო აფორიაქდნენ:

- ფრთხილად, დათუნა, ფრთხილად, ჯერ გვესაუბრა ტკბილად!

როცა ამანაც არ გაჭრა, სცადეს, აეხსნათ:

- სკა ხომ ჩვენი ქალაქია, თაფლს ვინახავთ ბარაქიანს...

- ჰოდა იმ თაფლს დღეს მე მივირთმევ, - უტიფრად გამოაცხადა ბუთამ და ფუღუროში ჩაიხედა. ფუტკრებმა ერთხელაც გააფრთხილეს:

- დაიცა, დათვო, დაიცა, თაფლი გეთხოვა მაინცა.

- ბოლოსდაბოლოს, დათვი ვარ, თხოვნა რაში მჭირდება? - დათვმა თათი ფიჭით ამოვსებულ სკაში ატაკა.

გაბრაზებული ფუტკრები სკიდან ამოიშალნენ:

- სკა, განა, შენი ბუნაგია! დახეთ, დათვი რა მსუნაგია!

დათვი კი თაფლით გალიცლიცებულ სკაში ლამის თავით ჩამძვრალიყო. ფუტკრები გაავდნენ, ღორმუცელას ვაჟკაცურად შეუტიეს:

- სკას დავიცავთ კაცურად, ვიბრძოლებთ მამაცურად!

- ოჰ, თქვე ბზუილა პაწიებო! ფუტკრებო, მართლა ქვაწვიებო!- დაიღრიალა დაკბენილმა ბუთამ, თავი ვერ შეიკავა და ხის ტოტს მოსწყდა, ძირს სულ ლაწალუწით ჩამოქანდა:

- ვაიმე, დედა, ვვარდები! დროც კი არა მაქვს დარდების!

ფუტკრებმა მიაძახეს:

- აი, უქნარა წავიდა, ნახეთ, თავს როგორ გავიდა?!

კიდევ კარგი, ხის ტოტებმა შეაკავეს და ბუთა ძირს რბილად დაეცა. შერცხვენილი დათვი წამოხტა და შინისაკენ სულ ფაცხაფუცხით მოუსვა.

ფუტკრები მაინც ზუზუნებდნენ, ალბათ, სიცილით იხოცებოდნენ:

- ხომ ნახეთ, როგორ გაიქცა! თაფლი ეთხოვა მაინცა!

ბუთა ტყის ვიწრო ბილიკზე მიძუნძულებდა, მიბურდღუნებდა, მიბურტყუნებდა:

- ჩემს ბედს ისემც რა ვუთხარი! დათვს ამარცხებდეს ფუტკარი?!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 4–10
ოპტიმალური ასაკი: 6–8

სხვა მოთხრობები

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

გვირილები

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ: - რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ! როცა ერთმან...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ფორჩხიძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ სიტყვიერი და არავერბალური კომუნიკაცია

ესაუბრეთ ბავშვს მშვიდად და გამოიყენეთ არავერბალური კომუნიკაცია, როგორიცაა თვალის კონტაქტი და დამამშვიდებელი შეხება.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026