kids.ge logo

რობოტუნა

ფავორიტებში დამატება

რობი რობოტია.

ის  პატარაა, ამიტომ სიყვარულით რობოტუნას ეძახიან. 

სწავლა დაიწყო. ბავშვები სკოლაში წავიდნენ. რობოტუნასაც მოუნდა სკოლაში წასვლა. 

-მეც მინდა სკოლაში სიარული, ოღონდ სულ თავიდან,-უთხრა რობოტუნამ სკოლის დირექტორს. 

დირექტორს გაეცინა, მიხვდა, რობოტუნას რაც უნდოდა და პირველ კლასში ჩარიცხა.

ალბათ მიხვდით, იმ სკოლაში სწავლა ყველაზე უფრო ვის ეადვილებოდა.  რა თქმა უნდა, რობოტუნას. 

სკოლაში სწავლის გარდა, სხვაც  ბევრი რამეა კარგი. მაგალითად ის, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ რობოტუნა. 

-მეგობარი მეგობარს ყველაფერში ეხმარება!-თქვა ერთხელ მასწავლებელმა.

-რობოტუნა, მათემატიკაში ძნელი დავალება გვაქვს, დაგვიწერ?-ჰკითხეს ბავშვებმა გაკვეთილების შემდეგ რობოტუნას.

-მეგობარი მეგობარს ყველაფერში ეხმარება,-რობოტუნამ მასწავლებლის სიტყვები გაიმეორა.

მეორე დღეს დავალება ყველას სწორად ჰქონდა შესრულებული. მასწავლებელს რას გამოაპარებ, მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა.

მასწავლებელმა ბავშვებს უსაყვედურა, რობოტუნაც ზედ მიაყოლა.

-გრცხვენოდეს, რობოტუნა, გრცხვენოდეს!

რობოტუნამ არ იცის, როგორ უნდა რცხვენოდეს. მას არც გაწითლება შეუძლია და არც თავის ჩაქინდვრა.

-რობოტუნას რცხვენია... -ჩაილაპარაკა მან.

-ბოდიში, რობოტუნა!-ბავშვები უცებ ყველაფერს მიხვდნენ. რობოტუნაც მიხვდა ყველაფერს.

-შენ ისვენებ, მეგობარი კი შენს საქმეს აკეთებს?-ეს  არაა კარგი.

-მეგობარს საქმე არ გამოსდის, ამიტომ შენ  ეხმარები, უხსნი, ავარჯიშებ,- აი, ეს კი მართლა კარგია!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: რევიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

გახადეთ სწავლა ოჯახურ აქტივობად

წაახალისეთ მთელი ოჯახი, რომ ერთად ისწავლონ და განვითარდნენ.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026