kids.ge logo

როგორ გაჩნდა ვარდი

ფავორიტებში დამატება

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა.

- რა ვქნა, როსას რით ვუშველო? -დარდობდა ასკილი. მან მთელი თავისი სიყვარული მოიკრიბა და წვრილი, წითელი ნაყოფი გამოისხა.

ფერია როსამ ასკილის ჩაი დალია და უცებ გამოკეთდა. წამალმა სასწაული მოახდინა.

მადლიერმა ფერიამ გადაწყვიტა ასკილი უფრო გაელამაზებინა. ყვავილის ყველა ფურცელს მან გულის ფორმა მისცა და ყვავილედად შეკრა. მართლა ულამაზესი გამოუვიდა, - ერთად შეკრული მრავალი გული! ფერიამ ყვავილს თავისი სახელი-როსა დაარქვა. როსა ჩვენებურად ვარდია.

მშვენიერი ყვავილების დასაცავად ფერიამ ვარდის ტოტებს ბასრი ეკლები დაასხა. სიყვარულს დაცვა სჭირდება, ბოროტმა და შურიანმა რომ ვერ ავნოს.

საღამოს, მთვარე რომ ამოვა, ვარდის ბუჩქზე ბულბული ჯდება. ჩიტუნა საამურად გალობს. ამბობენ, რომ იგი ადამიანებს ფერია როსასა და ასკილის სიყვარულის ამბავს უყვება.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–10
ოპტიმალური ასაკი: 7–9

სხვა მოთხრობები

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნინოშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, გამოხატოს თავისი აზრები და გრძნობები

მიეცით ბავშვს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრები და გრძნობები უსაფრთხოდ.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026