დედაჩემს დეა ჰქვია.
ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა.
ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა.
დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას.
მე დედა ძალიან მიყვარს. მაგდასაც უყვარს, თუმცა ეს ჯერ არ იცის, რადგან სულ ოთხი თვისაა.
თურმე იმას, რაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასია, დედის სახელი რქმევია:
დედამიწა, დედასამშობლო, დედაქალაქი...
დედაენა, დედააზრი, დედაბუნება...
დედაშვილობაც ხომ ძალიან კარგია.
მიყვარს ჩემი დედიკო-დეა.
მე რომ მკითხოთ, სიყვარულსაც დედის სახელი უნდა ერქვას...
დედასიყვარული კარგი სახელი იქნებოდა...
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ ონლაინ მუსიკის ჩამოტვირთვის უსაფრთხოება
აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა ჩამოტვირთოს ონლაინ მუსიკა უსაფრთხოდ და როგორ უნდა მოერიდოს მავნე პროგრამებს.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო