kids.ge logo

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

ფავორიტებში დამატება

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ.

- ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ!

აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წამოწოლილა, წიგნი გადაუშლია და გატაცებით კითხულობს.

- რა დროს წიგნია? დაჭერობანას თამაში გვინდა! -ბუზღუნებს პატარა ნიკო.

- კითხვა უსწავლია ბიჭს! -ჯავრობს ანანო.

თვითონ კითხვა არ იციან. ნიკას წყრომით უყურებენ... მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ. ბრაზი არ უნელდებათ.

- გინდათ, ხმამაღლა წაგიკითხოთ? მერე კი ვათამაშოთ! -ეპატიჟება მათ ნიკა.

რა საინტერესო ზღაპარია! ბავშვებს სულ დაავიწყდათ, თამაშს რომ აპირებდნენ:

- კიდევ წაგვიკითხე, რა, კიდევ! ნეტავ, რა მოხდება!

კითხვას მურიკელა და ფისოც ესწრებიან. ეგ რაა, ხეზე ჩიტებიც კი გატრუნულან.

ზაფხულის არდადეგები დაიწყო! თამაშის, გართობის და ბევრი საინტერესო წიგნის წაკითხვის დროა!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–8
ოპტიმალური ასაკი: 6–7

სხვა მოთხრობები

ჭიამაიას ზღაპარი

მაშინ ჭიამაია მწერი კი არა, ელფი იყო-ყვავილების ფერია. სახელად მაია ერქვა. პაწია გოგონას წითელი, შავად დაწინწკლული კაბა ეცვა და გამჭვირვალე ფრთები ჰქონდა. მაია ...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

გვირილები

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ: - რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ! როცა ერთმან...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სისაური:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ თერაპიული თამაში

თერაპიული თამაში შეიძლება დაეხმაროს ბავშვს, გამოხატოს თავისი ემოციები და გაუმკლავდეს ტანტრუმებს.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026