kids.ge logo

ჭიამაიას ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

მაშინ ჭიამაია მწერი კი არა, ელფი იყო-ყვავილების ფერია. სახელად მაია ერქვა. პაწია გოგონას წითელი, შავად დაწინწკლული კაბა ეცვა და გამჭვირვალე ფრთები ჰქონდა. მაია და სხვა ელფები ყვავილებში ცხოვრობდნენ.

მზე მაიას დიდი მეგობარი იყო. ფერიას ამინდის შესახებ ატყობინებდა.

ერთხელ მზე ავად გახდა და თავისი ოქროს სასახლიდან დიდხანს არ გამოსულა. დაბლა ქარი გაბატონდა. ქარმა ცაზე შავი, საზარელი ღრუბლები შეყარა. ჩამობნელდა. აცივდა. ფერიებს ძალიან გაუჭირდათ.

- მზესთან წავალ, -თქვა მაიამ, -გავიგებ, როგორაა.

აფრენა დააპირა, მაგრამ ქარმა საზარლად დაუბერა და ძირს ჩამოაგდო.

- არ გაგიშვებ! -დაიგუგუნა ქარმა, - მე უნდა ვიბატონო! თქვენ კი წასვლა მოგიწევთ... წადით! დაიკარგეთ აქედან!

- არ!, არა! სამშობლოს ვერ მივატოვებთ! -ატირდნენ ელფები.

- თქვენი საყვარელი მზე ჩაქრა. თუ ახლავე არ გაემგზავრებით, ძლიერად დავუბერავ და ისე შორს გაგაქანებთ, ერთმანეთსაც დაკარგავთ!

ატირდნენ საბრალო ელფები, მაგრამ სხვა რა გზა იყო, სასწრაფოდ აფრინდნენ და სამხრეთისკენ გასწიეს. ფერია მაია მათ ჩამორჩა, ზემოდან გადმოხედა თავის სამშობლოს და ბუნებას შეევედრა:

- დამმალე, დამიფარე ქარისგან... ნუ ვიქნები ელფი... ოღონდ ნება მომეცი, სამშობლოში დავრჩე!

ბუნებას შეეცოდა პაწია ელფი. უცებ გაიელვა და ჭიამაიად ქცეული მაია ყვავილზე დაეცა. ქარმა ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იპოვა.

მზე გამოკეთდა და თავისი სასახლიდან გამობრძანდა. საზარელი, შავი ღრუბლები რომ დაინახა, ძალიან გაბრაზდა. გამოყო ოქროს ხელი და ისინი ნაკუწებად აქცია. ქარი გაიქცა და ღრუბლებიც გაირეკა.

დიდხანს ეძება მზემ თავისი მეგობარი. ვერსად ნახა და დაღონდა. უცებ ერთ ყვავილზე პაწია, წითელი, შავად დაწინწკლული მწერი შენიშნა:

- ეს პატარა ძალიან ჰგავს ჩემს მეგობარს! -თქვა მზემ, - მოდი, სახელად ჭიამაიას დავარქმევ! გამარჯობა, ჭიამაია!

გახარებულმა ჭიამიამ ფრთები გაშალა და აფრინდა. მზისთვის არაფერი უთქვამს. იფიქრა, გული ეტკინებაო.

იმ დღიდან მზე და ჭიამაია დიდი მეგობრები არიან.

- ჭია, ჭია-მაია, ხვალ როგორი დარია? -ეკითხებიან. ჭიამაია მაშინვე მზესთან მიფრინავს, რომ ამინდის შესახებ გამოჰკითხოს. ყველას ძალიან უყვარს. მან ხომ სამშობლოს გამო ელფობა დათმო. თანაც ასეთი ლამაზია, ასეთი საყვარელი!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 7–13
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა მოთხრობები

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

გვირილები

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ: - რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ! როცა ერთმან...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ფორჩხიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ სხვისი აზრის გათვალისწინება

აუხსენით ბავშვს, რატომ არის მნიშვნელოვანი სხვისი აზრის გათვალისწინება და როგორ უნდა გაითვალისწინოს სხვისი აზრი.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026