kids.ge logo

მაიორი მამალი

ფავორიტებში დამატება

-სწორდით! სმენა! რაზმო, ნაბიჯით იიარ! ერთი-ორი-სამი! ერთი-ორი-სამი!

-რა ხდება ჩვენს ეზოში? -ძაღლები  ჯოკა და როკო  ბუდრუგანიდან გამოცვივდნენ.

თურმე სამხედრო წვრთნა იყო, მაიორი მამალი ყვინჩილებს ავარჯიშებდა:

-ერთ- ორი -სამი! ერთი-ორი -სამი! რაზმო, სირბილით! ერთი-ორი-სამი!

-ისევ ის სულელი მაიორია!-დაიყეფა ჯოკამ.

-და სულელი ყვინჩილები! თავი მართლა ჯარისკაცები ჰგონიათ, რამდენი დღეა  ასე ვარჯიშობენ!

-მართლა ჯარში ხომ არ არიან! რა უნდათ, რის  ეშინიათ, ჩვენ აქ არა ვართ? ამ ეზოს ჩვენ ვერ დავიცავთ?

-სიცილისგან  დავიღალე... წამო, როკო, დავიძინოთ!

-დავიძინოთ! ამხელა ჯარი გვიცავს!-ბუდრუგანაში სიცილ-სიცილით შებრუნდნენ და ძილი გააგრძელეს.

-ერთი-ორი-სამი! ერთი-ორი-სამი! რაზმო, სდექ!  დაიშალეეეთ!-გარეთ მაიორის ხმა ისმოდა.

ბნელი ღამეა. მელიები-წუწკია და ხერხო საქათმისკენ მიიპარებიან. ჯოკასა და როკოს ისინი არაფრად აგდებენ.

-ხომ ვიცი,  ესენი მთელი ღამე იძინებენ! ნუ გეშინია, ხერხო!-ხითხითებს წუწკია.

მაგრამ მათ არ იციან, რომ მაიორი ფხიზლობს, დღეს იგი მორიგე-ჯარისკაცია.

-რაზმო! გაიღვიძეე!-ყივის მაიორი და ფრთებს აფართხუნებს.

აი, საოცრება!  რაზმი წამში წამოიშალა.

-რაზმო! გაიშაალეე!

რაზმი სამად გაიშალა.

-პოზიციებზე გამააგრდით!-ყივის მაიორი,-პირველი- მარცხნიდან! მეორე-მარჯვნიდან! მესამე რაზმო, -ზემოდან! შეუტიიეთ!

ისე შეუტიეს, ქარიშხალი  გეგონებოდათ.  მელიებს მათან შებრძოლება არც კი უფიქრიათ,   წკავწკავით გაიქცნენ:

-ვაიმე, ხერხო! არმია ჩაგვისაფრდა! არმია! დავიღუპეთ!

- წუწკია!  თავს ვუშველოთ!

მათ ხომ  ამხელა არმია მოსდევდა.  შეშინებულ მელიებს სიჩქარეში გზა დაებნათ და თავის საშველად ძაღლების ბუდრუგანაში შეცვივდნენ. ჯოკა და როკო ახლა კი გამოფხიზლდნენ და მელიები ყეფით უფრო დააფრთხეს. ისეთი ზედახორა დაიწყო, პატარა ბუდრუგანა ნაწილებად დაიშალა. მელიებმა ტყისკენ მოკურცხლეს, ძაღლები კი დილამდე ყეფდნენ. ვგონებ, რცხვენოდათ.

მეორე დღეს აქეთური  ქათმები ღობესთან იდგნენ და იქეთურ  ქათმებს ეკაკანებოდნენ:

-იცით? ჩვენმა მაიორმა ომი უბრძოლველად მოიგო!

-მართლაა? -კაკანებდნენ მეზობლის გაოცებული  ქათმები.

-აბა, რა გეგონათ, ჩვენ  საუკეთესო  ჯარი გვიცავს! მაიორმა ჩვენი ყვინჩილები  ისე კარგად გამოწვრთნა!..

-ეგ კარგია, მაგრამ ჯოკა  და როკო რას აკეთებდნენ?

-ჯოკა  და როკო? იმათ...ეძინათ...

ჯოკა და როკო სირცხვილისგან ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებდნენ. 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ჭიამაიას ზღაპარი

მაშინ ჭიამაია მწერი კი არა, ელფი იყო-ყვავილების ფერია. სახელად მაია ერქვა. პაწია გოგონას წითელი, შავად დაწინწკლული კაბა ეცვა და გამჭვირვალე ფრთები ჰქონდა. მაია ...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

გაითვალისწინეთ წარმოსახვითი თამაშების მნიშვნელობა

შესთავაზეთ ბავშვს წარმოსახვითი და როლური თამაშები. ფანტაზიის გამოყენება ხელს უწყობს სხვადასხვა კოგნიტური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას. როლური თამაშების საშუალებით ბავშვები სწავლობენ სხვისი ემოციების გაგებასა და მათდამი თანაგრძნობის გამოხატვას. წაახალისეთ ბავშვი გამოიყენოს სათამაშო ფული, ხელზე წამოსაცმელი თოჯინები, სათამაშო ტელეფონი და ა.შ. მიეცით საშუალება ითამაშოს წარმოსახვითი ქმნილებებით.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026