kids.ge logo

თოვლის მელა

ფავორიტებში დამატება

ზამთარია, თოვს და თოვს,
ცა ფუმფულა საბანს ქსოვს,
გადაფარა ირგვლივ
მიწა, ხე თუ ჩირგვი.
ნაცარა და ყურგრძელი,
სად ბრძანდება კურდღელი?
„კურდღელმა თქვა: ჩირგვში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო“,
გავიხედ-გამოვიხედე,
მელა მოდის სერზედაო,
ფეხაკრეფით მობიჯებს
დაგეშილი ჩემზედაო,
თქვენც ხომ იცით, მუხა რომ დგას
ჩემი ჩირგვის გვერდზედაო?
ზედ ფუღურო დაგინახავთ,
სწორედ მუხის ღერზედაო?
ციყვს შევძახე, ჩემს მეგობარს:
-დატრიალდი ცერზედაო,
ხედავ? მელა მოსუნსულებს,
გამწყრალია ბევრზედაო...
ახლა ალბათ ჯავრი უნდა
რომ იყაროს ჩვენზედაო...
ციყვი-ჩემი მეგობარი
წამოვარდა ზეზედაო:
-შენ ნუ დარდობ, გადავხტები
იმ დათოვლილ ვერხვზედაო,
მელამ არაფერი იცის
ამ ახალ ოინზედაო...
ციყვმა თოვლი ჩამობერტყა
ხიდან მოჰქუხს ველზედაო,
ჩანჩქერივით ჩამოეშვა,
მოგრილებს ზედ-ზედაო,
მელა თოვლში გაეხვია,
ვეღარ გახტა გვერდზედაო,
ვერც წინ მიდის, ვეღარც უკან,
დარჩა ასე ფეხზედაო,
სანამ ეგ თოვლს შებერტყავს,
მე გავირბენ სერზედაო,
-თოვლი ნამქერად ჩამოდის
მელიას სახელზედაო!
ზემოთ ჩემი მეგობარი
მოხტის ხიდან ხეზედაო,
თოვლის მელას უდარდელად
ჩავურბინეთ ეს ესაო,
უკვირს მსუნაგს: ეს რა მიქნეს?
სა რა გამიბედესაო?
მე და ციყვი ვიფხრიწებით
მის ასეთ ნათქვამზედაო,
მალე მთელი ტყე იცინებს
მელიას ამბავზედაო:
-ესეც ჩვენი თოვლის მელა!
არ მოსულა ფერზედაო?!
ჩვენი ძმობილი კურდღელი
არ დაგადგეს ყელზედაო!
ნუ იქნები, მელაკუდავ,
წუწკი შემდეგ ჯერზედაო,
ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებ,
ჯავრს კი ვიყრით შენზედაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახდენილი ოცნებების წელი მოდის!ახალი წელია! ახალი წელია! წინ კი საოცარი დღეები გველიან,- უხვად გვექნება საღიმილონი, უხვად გვექნება საღიღ...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...მოდის წელი ახალიტბილი გოზინაყი, ჭრელი კანფეტები, ათასგვარი ხილი, ბებოს ჩურჩხელები, ირგვლივ ჟრიამული, მხიარული ხმები, მალე...პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026