kids.ge logo

ლილეო... და ახალი წელი!

ფავორიტებში დამატება

მი−ვუ−ლო−ცავ ა−ხალ წელს,
ა−მას ვე−ტყვი ჩურ−ჩუ−ლით:
-და−ე−ლო−ცოს ჩვენს სამ−შობ−ლოს,
ყვე−ლა კუთხე-კუნჭული!
და−ე−ლო−ცოს ა−ლა−ზა−ნი,
მტკვა−რი,
ა−რაგ−ვი და ქსა−ნი...
და−ე−ლო−ცოს ცხე−ნის−წყა−ლი,
ენ−გუ−რი და რი−ო−ნი...
და ირგვ−ლივ შე−მო−ჯა−რუ−ლი
თეთ−რი კავ−კა−სი−ო−ნი!
უბე-კალთა და−ე−ლო−ცოს
ლა−მის ცამ−დე აწვ−დილ შხა−რას,
თეთრ ღრუბ−ლებ−საც და−ვუ−ლო−ცავ-
ცა−ში მო−კუნტ−რუ−შე ფა−რას.
მი−ვუ−ლო−ცავ შავ ზღვას, ჭო−როხს,
პა−ლი−ას−ტომს, ფა−რა−ვანს...
სამხ−რე−თის−კენ გა−ვუყ−ვე−ბი
ჩვე−ნი მთე−ბის ქა−რა−ვანს...
გა−დავ−ძა−ხებ ჩე−მი ქვეყ−ნის-
ი−მი−ერს თუ ა−მი−ერს,
მეგ−რულ ნა−ნას, სვა−ნურ ლი−ლეს,
კა−ხურ მრავალჟა−მი−ერს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...შოშია გალობსშრიალა შინდის შტოზე შოშია ზის და გალობს, უმღერის მშობელ მხარეს, ტკბილი ჰანგებით სწყალობს. მღერის ცხრათვალ...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...მთვარეტაშს უკრავენ ვარსკვლავები,- დიდებიც და პატარებიც, გამობრძანდა ცაზე მთვარე,- გაბადრული, მოელვარე. გაიცინა ...მე ვარ შენი მეგობარიფიფქი ცვივა! ფიფქი ცვივა, ჩიტუნია, ხომ არ გცივა? ხომ არ გშია, ფიორავ, ჩიტუნია-ჩიორავ? ხედავ ჩემი ფანჯრის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026