kids.ge logo

იჩახჩახე ჩიჩილაკო

ფავორიტებში დამატება
თეთ−რად ე−ლავს ბურ−ბუ−შე−ლა
და ფიჭ−ვის ხეს სურ−ნელს აკ−მევს.
ზედ კი ბე−ბო ნელა-ნელა
ჰკი−დებს ვაშ−ლებს, ვერ−ცხლის კაკ−ლებს,
კან−ფე−ტებს და მან−და−რი−ნებს,
ჩურ−ჩხე−ლებს და ჩი−რის ასხ−მას
და თან უხს−ნის შვი−ლიშ−ვი−ლებს:
- ჩე−მო ი−რა, ლი−ლი, ას−მათ,
ეს ქარ−თუ−ლი ნაძ−ვის ხე−ა,
პა−პათქ−ვე−ნის ნა−ხე−ლა−ვი,
ალ−ბათ, მიხვ−დით, რად გეწ−ვი−ათ -
რომ ა−გივ−სოთ კალ−თა ხვა−ვით.
- რა ჰქვი−ა−ო? - თქვა ი−რაკლიმ.
- რა ჰქვი−ა და... ჩი−ჩი−ლა−კი! -
და სა−მი−ვემ ლა−მაზ სტუ−მარს
მი−უმ−ღე−რა ტა−შის დაკვ−რით:
- ვი−ცით, ვი−ცით, ჩი−ჩი−ლა−კო,
ამ ა−ხალ წელს რისთ−ვის ამ−კობ,
გსურს პა−ტა−რებს საა−ხალწლო
სი−ხა−რუ−ლი არ მოგ−ვაკ−ლო!
გა−გი−მარ−ჯოს, ჩი−ჩი−ლა−კო!
ი−ჩახ−ჩა−ხე, ჩი−ჩი−ლა−კო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცივა კურდღელს, ცივაცივა კურდღელს, ცივა! მზე ვერ ათბობს მთა-ველს, თოვლის ფანტელები ხეებს თეთრად რთავენ, ცივა კურდღელს, ცივა! ...ჯადოსნური მაგიდასამასპინძლოდ მოგელით, გაშლილი გვაქვს მაგიდა, ყველა დროის ხილია, სულო, გულო, რა გინდა! აქეთ ვაშლი შაქარა, ...გოგრამე რომ გოგრა დავთესე, თურმე ჩუმად, მალულად ამდგარა და თამრიკოს ბაღში გადაპარულა....სექტემბერი რას მღერისცხრათვალა მზით ნაფერი, ცხრა მთა გადმონაფრენი, ლერწამ-ლელის ცხრა ღერით სექტემბერი რას მღერის? საგალობელს ს...ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026