kids.ge logo

ღიღინა ღრუბელი ღაღანა ყვავილებს რწყავს

ფავორიტებში დამატება

ღიღინ-ღიღინით მიმავალმა ღრუბლებმა მაღალი მთების თავზე შეისვენეს. მათ დები-ნათია და თათია მიესალმნენ:

-გამარჯობათ, ღრუბლებო, გამარჯობათ! რატომ გაჩერდით? ცა რატომ არ მოღრუბლეთ? ჩვენი ღაღანა ყვავილების მორწყვაში რატომ არ გვეხმარებით?

ღრუბლებმა  დებს სალამი შორიდან დაუბრუნეს:

-გამარჯობათ, გოგონებო, გამარჯობათ! სხვა დროს იყოს, ახლა ძალიან გვეჩქარება!

ყველანი აქ არიან. ეს ღონიერაა,-გოლიათი ღრუბელი. ეს კი ღიპუნაა,-ღრუბლის კოკიდან ღვინოს რომ სვამს. ეს ხომ ღრიალაა,-ჭექა-ქუხილის ღრუბელი!  ყველაზე პატარა,-ღიღინაც აქ ყოფილა, -ღრუბლებს შორის ყველაზე საყვარელი და ღიმილიანი.

ღიღინამ ღრუბლის ღობეს გადმოაბიჯა და ცა უცებ მოღრუბლა:

-თხოვნას შეგისრულებთ, ღაღანა ყვავილებს უცებ მოვრწყავ, თანაც ღრუბლის სიმღერას გიმღერებთ!

ღრუბლის სიმღერა წვიმაა. პატარა ღრუბელი ღიღინ-ღიღინით მღერის, წვიმაც ღიღინ-ღიღინით მოდის. ღაღანა ყვავილებმა მოასწრეს, პირი ფაცხაფუცხით დაიბანეს. 

-გმადლობთ, ღიღინა ღრუბელო, გმადლობთ!-დაუძახეს დებმა ღიღინას.

ღიღინა ღრუბელმა გაიღიმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღრუბლიდან მზემ გამოიჭყიტა.

სადღაც შორს  ღრიალამ დაიქუხა, ღიღინას ეძახდა.

-აბა, გავიქეცი!-დაიძახა ღიღინამ,-გესმით? უკვე მეძებენ!

და სადღაც შორს საღიღინოდ გაიქცა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სანიკიძე:


Kids.ge-ს რჩევები

სურვილების ხე

დაწერეთ თქვენი სურვილები ფურცლებზე და ჩამოკიდეთ ხეზე.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026