kids.ge logo

ბუბუნა

ფავორიტებში დამატება

ბუბუნას  ყველა იცნობს. ის დევია.

ჰო, დევია, მაგრამ ძალიან კეთილი.

კეთილი დევი ვის გაუგონიაო?- დიდი და პატარა გაკვირვებით მხრებს იჩეჩავს.

რა ვქნა, ჩვენი ბუბუნა  სწორედ ასეთია.

თანაც მას ძალიან უყვარს ბავშვები.

ბუბუნა  ჯადოსნურ ქუჩაზე -კრისტალ როუდზე ცხოვრობს.  კრისტალ როუდი ზღაპრული არსებების ქუჩაა.  ამაზე უკეთესს ვერსად ვერაფერს ნახავთ.  ზღაპრების მოყვარული ბავშვები  ბუბუნას   ხშირად სტუმრობენ, მერე მასთან ერთად კრისტალ-როუდზე დასეირნობენ.

შენც მოგინდა კრისტალ-როუდზე გასეირნება? ეს რომ შეძლო, ბევრი ზღაპარი უნდა იცოდე.

რა თქმა უნდა, ჯადოსნურ ქუჩაზე ჯადოქრებსაც შეხვდებით. მათგან ზოგი კეთილია, ზოგი კი ძალიან ავი. 

ერთხელ კეთილი ჯადოქარი,  ბებია ბუცა  შვილიშვილებთან გაემგზავრა. თავისი ჯადოსნური ჯოხი შესანახად მან ბუბუნას  მიაბარა. სწორედ ამ დროს ბუბუნას  ბავშვები ესტუმრნენ. კრისტალ-როუდზე დიდი აურზაური დაიწყო. თურმე ბუბუნამ  ბებია  ბუცას ჯადოსნური  ჯოხი აიქნია და ციდან კამფეტების წვიმა დაუშვა. 

ხმაურზე სახლიდან ავი ჯადოქარი-ბაბუა უშა  გამოვარდა. 

-ახლავე გაჩუმდით!-დაიღრიალა ბაბუა უშამ.

ვინ მოუსმინა. ბაბუა უშა უფრო გაბრაზდა და თავისი ჯადოსნური ჯოხი ბავშვებისკენ გაიშვირა: 

-ეს ბავშვები აქედან შორს, ზღაპარ- პოლუსზე წაიყვანე!

ბავშვები უცებ ზღაპარ-პოლუსზე გაჩნდნენ, იქ კი საშინლად ციოდა. ბავშვებმა ვერც შეშინება მოასწრეს, ვერც ატირება, რადგან კრისტალ-როუდზე ბუბუნამ  სასწრაფოდ ჯადოსნური ჯოხი  აიქნია:

-ბავშვები ახლავე აქ გაჩნდნენ! ახ-ლა-ვე!

ამის თქმა და ბავშვები წამსვე კრისტალ-როუდზე აღმოჩნდნენ. რა კარგად მოიქცა  ბებია ბუცა,  ბუბუნას  რომ თავისი ჯოხი დაუტოვა, ალბათ გულმა უგრძნო.

ბაბუა უშა უფრო განრისხდა. ჯერ კუდიანივით დაბზრიალდა, მერე ჯოხი უფრო მაღლა აღმართა:

-ბავშვები სასწრაფოდ...

მაგრამ ავმა ჯადოქარმა ბრძანების დასრულება ვერ მოასწრო, ბუბუნა  მივარდა და მას ჯოხი  მკერდზე მიადო, გულთან ახლოს:

-ბაბუა უშა კეთილი გახადე!

ბაბუა უშა უცებ კეთილი გახდა.  ბავშვებს ალერსიანი მზერით შეხედა და უთხრა:

-აბა, ვის უნდა ბამბის ნაყინის თოვლი! ახლავე გავაჩენ! მოდით, დღეს კრისტალ-როუდზე დიდი ზეიმი მოვაწყოთ! 

აი, ასეთია ჩვენი კეთილი დევი, -ჩვენი ბუბუნა!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ცეკვა

წაახალისეთ ბავშვი, იცეკვოს და გამოხატოს თავისი ემოციები მოძრაობით.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026