kids.ge logo

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

ფავორიტებში დამატება

I. ამბავი, რომელიც შორეულ ლაპლანდიაში დაიწყო

ვინ არ იცის, რომ სანტა კლაუსი ფინეთის ერთ ზღაპრულ ადგილას, ლაპლანდიაში ცხოვრობს. რომ იცოდეთ, რა საოცარია ლაპლანდია!-ულამაზესი ბუნებით: ტყეებით, მთებით, უამრავი მდინარითა და ტბით, პოლარული ღამითა და სუფთა ჰაერით... კიდევ  ბავშვისათვის საყვარელი ზღაპრით,- სანტა კლაუსით, მისი ჯადოსნური ირმებითა და მხიარული გნომებით, საახალწლო ნაძვისხითა და საჩუქრებით...

ლაპლანდიის ერთ-ერთ კურორტს, როვანიემს ზამთარში უამრავი ტურისტი სტუმრობს. მათ სურთ ამ ადგილების სილამაზით დატკბნენ და ბავშვობის უსაყვარლეს ზღაპარში იმოგზაურონ. ამ ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში სანტა კლაუსის ცნობილი სოფელი მდებარეობს.  ამბობენ, რომ სანტას საიდუმლო ადგილსამყოფელი და სახელოსნო, სადაც საშობაო საჩუქრები მზადდება, მთა კორვატუნტურიზე მდებარეობდა, მაგრამ რადგან ამის შესახებ ყველამ გაიგო, სანტამ გადაწყვიტა არ დამალულიყო, ხალხში გამოჩენილიყო. ამისთვის პოლარულ წრეზე, როვანიემის ახლობლად შეარჩია ადგილი. ზამთარში ამ ჯადოსნური სოფლის მოედანზე უამრავ გორაკს აგებენ. იქ ბავშვები სრიალებენ. მოედანზე უზარმაზარი ნაძვისხე დგას. ის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშებითაა მორთული, ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს, ელვარებს. ყველა მხიარულობს. ყველა ბედნიერია. მომავალს ყველა იმედით შეჰყურებს. ახალი წლის ღამეს ხომ უამრავი სასწაული ხდება!

როცა გაიზრდები, შეიძლება ამ ზღაპრულ ადგილას მოგზაურობა შენც მოისურვო, შენც მოგინდეს ბავშვობის ჯადოსნური ზღაპრის გაცოცხლება. ესტუმრო სანტას ოფისსა და ფოსტას, დაათვალიერო ირმების ფერმა. იქნებ სანტას სოფლის მახლობლად ზამთრის პარკშიც გაისეირნო. ის შესანიშნავი ადგილია ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის,- თავისი საოცარი იგლუ-სასტუმროთი, საბავშვო გორაკებით, ულამაზესი ფიგურებით, რომლებსაც თოვლისგან და ყინულისგან აშენებენ. იქნებ ლაპლანდიურ რიტუალშიც მიიღო მონაწილეობა,-სახელწოდებით „არქტიკული წრე.“ ამისთვის შენ უნდა გადაკვეთო პოლარული წრის გეოგრაფიული და ამასთანავე ზღაპრული საზღვარი. ამ გამბედაობისთვის  კი  საზეიმოდ გადმოგცემენ სამახსოვრო სერთიფიკატს. საინტერესოა, არა?

ვინ იცის, მომავალში რა მოხდება, რომელ საოცარ ადგილას იმოგზაურებ, თუმცა... რა შეგვიშლის ხელს, რომ ჯადოსნური მოგზაურობა ახლავე  წამოვიწყოთ?  სწორედ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, როცა მოუთმენლად ელოდები ახალი წლის ღამეს, კეთილ სანტასა და დიდი ხნის ნანატრ საჩუქარს...ეს როგორ უნდა შევძლოთ? მოდი, სანტას ჯადოსნურ ზღაპარში ვიმოგზაუროთ!

აბა, მყუდროდ მოკალათდი და კითხვას შეუდექი! ჯადოსნური ზღაპარი იწყება!   ერთად მივადევნოთ თვალი მსოფლიოს გარშემო სანტა კლაუსის საოცარ  მოგზაურობას!

ახალი წლის საღამოა. ყველა, ვინც კი სანტას სოფელში ცხოვრობს, მოედანზე შეკრებილა. როვანიემიდანაც კი ბევრი ჩამოსულა. აქ ასეთი ტრადიცია აქვთ: ახალი წლის საღამოს ექვსი საათიდან ყველანი მოედანზე იკრიბებიან, რათა სანტა კლაუსის ჯადოსნური მოგზაურობის დაწყებას თვალი ადევნონ. სანტას მსოფლიო მოგზაურობაში გაცილება ყველასთვის დიდი პატივია. ლაპლანდიელებს ძალიან უყვართ თავიანთი სანტა კლაუსი,-ადამიანებსაც, გნომებსაც... რა კეთილი თვალები აქვს  სანტა კლაუსს!  როგორი სათნო  სახე!  როგორი მიმზიდველი ღიმილი!   როგორი თეთრი და ფუმფულაა მისი წვერი!  სანტას სამოსიც რა ლამაზია! როგორ ელავს მისი  ჯადოსნური კვერთხის ბუნიკი!

როცა კეთილი საქმეებით მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული  კლაუსი ლაპლანდიელებმა  სანტად  აირჩიეს, მისი ძმა  მარკო თურმე ძალიან განრისხდა. ეს ამბავი ისე ძალიან შეშურდა, რომ სანტას სოფლიდან სულაც წავიდა და უკაცრიელ ადგილას, მეჩხერი ტბის სანაპიროსთან დასახლდა. კლაუსს დაემდურა, აღარც კი ელაპარაკებოდა. იმ დღიდან კეთილი საქმეების კეთებაზე ხელი აიღო და მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ   ადამიანთა საახალწლო სურვილების ასრულებაში სანტასთვის ხელი შეეშალა. წარსულთან რომ კავშირი საბოლოოდ გაეწყვიტა, სახელად ბალვარი დაირქვა. რა ოინებს არ მოიფიქრებდა, რომ ბავშვებისთვის საახალწლო ღამე გაეფუჭებინა,- ხან ძილს მოჰგვრიდა, ხან სახლებში შეიპარებოდა და საჩუქრებს აურ-დაურევდა, ან გნომების მიერ დამზადებულ ნივთებს სულაც გააფუჭებდა,  ხან რას  მოიფიქრებდა და ხან რას...

სანტას სოფლიდან  წასვლის ემდეგ ბალვარი  არავის დანახვებია, თუმცა ყველამ გაიგო, რომ ცოლი მალე გარდაეცვალა. ისიც იცოდნენ, რომ ვაჟი ჰყავდა, სახელად ენდრიუსი.  ბიჭუნაც დიდი  ონავარი, მამასავით მავნე ყოფილიყო.  სწრაფად რომ გადაადგილებულიყო, ჯადოქარს უცნაური ბურუსის მოსასხამი გამოეგონებინა. თურმე გაეხვეოდა  იმ რაღაც ნისლის მოსასხამში, კარგად შემოიბურავდა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში  ცუდი საქმეების საკეთებლად წამში გაემგზავრებოდა.  ამ გამოგონებისა და კიდევ იმის გამო, რომ ბურუსივით ცივი იყო, მას  ბალვარ-ბურუსიანს  ეძახდნენ.  სანტა კლაუსმა ბევრჯერ მოისურვა ძმასთან შეხვედრა, ენდრიუსის გაცნობაც ძალიან უნდოდა, მაგრამ ამაოდ, ბალვარ-ბურუსიანი ძმას ახლოსაც არ იკარებდა, მისი სახელის გაგონებაც კი არ სურდა. ბოლოს გაიგეს, რომ  ენდრიუსი გაყინულ ტბაზე სრიალის  დროს  დაშავებულიყო და სიარული აღარ შეეძლო. ბიჭუნა  თურმე ინვალიდის ეტლში იჯდა.   სინამდვილეში  არავინ იცოდა, მთელი ეს ამბავი  მართალი იყო თუ ჭორი...

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მას მიყვეს ინსტრუქციებს

ეს აუცილებელია! თქვენ უნდა ასწავლოთ თქვენს პატარას დაიცვას მისთვის მიცემული მითითებები და დირექტივები. სკოლამდელ ასაკში თქვენს შვილს მოუწევს მოუსმინოს მის მასწავლებელს და მიყვეს მის დარიგებებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოამზადოთ იგი წინასწარ, სხვადასხვა თამაშების საშუალებით.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024