kids.ge logo

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

საახალწლო ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

II. საახალწლო სამზადისი

ლაპლანდიურ სოფელში ყველა საახალწლო სამზადისში იყო გართული. სანტა კლაუსი თავის ჯადოსნურ კვერთხს ერთხელაც უსინჯავდა ძალას, გნომები საჩუქრების ბოლო შეკვრებს ამზადებდნენ, სანტას მარხილს ისე აპრიალებდნენ, სულ ოქროსავით გაუდიოდა ლაპლაპი. მომღერალი გნომები ლაპლანდიურ საახალწლო სიმღერებს მსოფლიოს ხალხთა ენებზე ამზადებდნენ, მოცეკვავეები კი ბოლოჯერ იმეორებდნენ საახალწლო ცეკვების ილეთებს...

ბოლოს და ბოლოს ყველა სამუშაო დასრულდა. მთავარი მოედანზე უკვე მაყურებელთა ტევა არ იყო, ყველა მოუთმენლად ელოდა სანტა კლაუსის მსოფლიო მოგზაურობის დაწყებას.

ახალი წლის ღამით ზუსტად თორმეტ საათზე ყველასთან ერთდროულად რომ გამოჩნდეს, სანტამ ჯადოსნური ირმებით უნდა გადაუფრინოს დედამიწას, სამჯერ შემოუაროს, მერე კი თავის ჯადოსნური ჯოხი აიქნიოს და... უცებ ყველასთან ერთდროულად გაჩნდება! ეს ხომ ნამდვილი სასწაულია!

მაგრამ მანამ ლაპლანდიური საახალწლო რიტუალი უნდა ჩატარდეს, სანტა და მისი ჯადოსნური ირმები მთავარ მოედანზე უნდა გამოცხადდნენ, მოგზაურობა სწორედ აქედან იწყება. ლაპლანდიაში ახალი წელი ყველაზე ადრე დგება. იმის შემობრძანებას კეთილი სანტა ჯერ ლაპლანდიელებს ულოცავს.

რა თქმა უნდა, ყველა ღელავს. გნომებს სახე ბედნიერებისგან უბრწყინავთ. მათ ხომ მთელი წელი იშრომეს ახალ მოგზაურობაში სანტას გასაშვებად, უკვე გაიგეს ყველა ბავშვის ოცნება, წაიკითხეს ყველა წერილი და ბავშვების სურვილების შესასრულებლად ყველაფერი გაამზადეს.

გნომებმა მარხილი გამოაგორეს, იგი სავსეა საუცხოო საჩუქრებით, მაგრამ განა ყველა ბავშვის სურვილს ერთი მარხილი დაიტევს... საჩუქრები უდიდესი ნაწილი სანტას ჯადოსნურ კვერთხშია ჩატვირთული. სანტა ამ ჯოხს დაიქნევს და მორჩა! - სასურველი საჩუქარი მზადაა! ყოჩაღ, გნომებო, რა კარგია, რომ არავინ დაგვიწყებიათ!

აი, სანახაობაც იწყება!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა ზღაპრები

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

ვინ არ იცის, რომ სანტა კლაუსი ფინეთის ერთ ზღაპრულ ადგილას, ლაპლანდიაში ცხოვრობს. რომ იცოდეთ, რა საოცარია ლაპლანდია! -ულამაზესი ბუნებით: ტყეებით, მთებით, უამრავი...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბუჩუკური:


Kids.ge-ს რჩევები

მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს აქვს ძილის პრობლემები

თუ ბავშვს აქვს ქრონიკული ძილის პრობლემები, მიმართეთ ექიმს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026